“სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება_კასპის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/286 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.299
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/364
2006 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – კასპის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს№3/286 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – კასპის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/286 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 25.08.06, №113, მუხ. 1555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესდების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამუსიკო სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის“.
ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი