📋

ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 03.12.2025
მოქმედების პერიოდი 03.12.2025 — 02.02.2026
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
03.12.2025
02.02.2026
ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2025 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბერის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2024; 010250020.35.147.016312) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.                       მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 იანვრიდან.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი დანართი №1 ერედვის მუნიციპალიტეტის 2026  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, ასევე ამ წესის მე-2, მე-3 და მე-7 მუხლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლე) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. თითოეულ ახალშობილზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (ახალშობილის დაბადებიდან 3 თვის ვადაში); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ   (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). ვ) საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლის) გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მათი ოჯახის წევრები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2.დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (პირის გარდაცვალებიდან  3 თვის ვადაში); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ე) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 3🔗. ოპერაციების თანადაფინანსება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლე) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდება გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, ოპერაციის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში (განმცხადებელი: დახმარების მიმღები ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ქორწინების მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული პირის  – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლის) შემთხვევაში; ზ) საბანკო რეკვიზიტები; თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 4🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: 25 კილოგრამი ხორბლის ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი. 2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობების ადგილას. 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად გაეწევათ ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახმა მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). მუხლი 5🔗. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო რეკვიზიტები; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე). 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; ე) საბანკო რეკვიზიტები; ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 7🔗. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა); ე) ნებისმიერი სხვა დოკუმეტი, რომელიც დაასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 8🔗. დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცემათ ერთჯერადი სოციალური დახმარება, თითოეულ არასრულწლოვანზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2.დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი; ე) არასრულწლოვნის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ   (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. დიალიზზე მყოფ პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, რომლიც არის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 1🔗 0 . შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა დახმარება 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200  (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი; ე)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 1🔗 1 . შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ერედვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 1000  (ათასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  – „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტის; ე)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) საბანკო რეკვიზიტი;       ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 1🔗 2 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ყურის სასმენი აპარატებით დახმარება 1. ყურის სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში,   აქვთ სმენის დაქვეითება და საჭიროებენ ყურის სასმენ აპარატებს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ერედვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100),   სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება ყურის სასმენი აპარატი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). მუხლი 13🔗. შ აქრის დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანთა დახმარება 1. შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული   არასრულწლოვნები, რომლებიც არიან   ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400  (ოთხასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე   უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100),   სადაც აღნიშნული იქნება, რომ არასრულწლოვანი არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (ქრონიკული) ინსულინ  დამოკიდებული; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 1🔗 4 . ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება 1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ერედვის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო რეკვიზიტები; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 1🔗 5 . სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სამსახურის უფროსი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განმცხადებელზე სოციალური დახმარების გაცემის ან  გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ წესის მე-3 მუხლით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 5. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას. მუხლი 1🔗 6 . სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. მუხლი 1🔗 7 . სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 1🔗 8 . სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 1🔗 9 . სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიიღება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.