ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2025
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2025
209 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 23.10.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 30.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.11.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 30.06.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 30.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №40 2025 წლის 28 ნოემბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის საფუძველზე: 1. ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლს ეწოდოს ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას სახელი. 2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ცნობარების და სხვა დამზადება, გავრცელება და სხვა). 3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3). საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გოჩა ქაჯაია