სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის , 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
მიღების თარიღი 25.11.2025
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 41253292
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016032
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, სოფელ მირზაანის, სოფელ ოზაანის, სოფელ საბათლოს, სოფელ სამთაწყაროს, სოფელ ფიროსმანის, სოფელ ხორნაბუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების შესახვევებისა და ჩიხების სახელდების დაზუსტების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ხოტევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ხოტევის მე-4 ქუჩისათვის, მე-4 ქუჩის I და II შესახვევებისა და მე-4 ქუჩის I, II და III ჩიხებისათვის დავით კობახიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის , 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-41.41253292
2025 წლის 25 ნოემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის, 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1-ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ცხვიტავას 2025 წლის 5 სექტემბრის № 19/41252484-41 მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ელ ქუჩას, 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხს ეწოდოს – წმინდა გიორგის ქუჩა, წმინდა გიორგის ქუჩის I შესახვევი, წმინდა გიორგის ქუჩის I, II, III, IV, V ჩიხი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და გავრცელება ).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ტყებუჩავა