საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კორპორაციისათვის დაფინანსების წყაროების გამოძებნის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №411
1995 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კორპორაციისათვის დაფინანსების წყაროების გამოძებნის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მიმდინარე კარდინალური ცვლილებები, ეკონომიკური რეფორმები, საკონსტიტუციო პროცესი და მომავალი არჩევნები მოითხოვენ მოსახლეობის ამომწურავ ინფორმირებას.
საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო, ამჟამად ინფორმაციის ძირითადი წყაროებია ტელევიზია და რადიო, მაგრამ მათ მუშაობას დიდად აბრკოლებს მატერიალურ-ტექნიკური ხაზის სიმწარე, მოძველებული ან უვარგისი აპარატურა, უსახსრობის გამო აპარატურის დროული რემონტი ვერ ხერხდება, ამავდროულად, ძალზე უმნიშვნელოა კორპორაციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაც.
კორპორაციას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად დაუყოვნებლივ ესაჭიროება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღდგენა და განმტკიცება. ის მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ინფორმაციის გავრცელების მასშტაბსა და ოპერატიულობას, საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით:
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ კორპორაციაში გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით გამოყოფილია 500 (ხუთასი) მილიარდი კუპონი, ანუ 385 (სამას ოთხმოცდა ხუთი) ათასი აშშ დოლარი.
2. საქართველოს რადიოს დაარსების 70 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საქართველოს რადიოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთათვის დახმარების გაწევის მიზნით გამოუყოს მას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რეზერვის ანგარიშში 150 (ასორმოცდაათი) მილიარდი კუპონი.
3. შეიქმნას ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სისტემაში მიმდინარე რეფორმების სახელმწიფო კომისია (დანართი თან ერთვის), რომელიც შეისწავლის და განიხილავს ამ სფეროში ინვესტიციების გამოყენების მექანიზმებსა და ეფექტიანობის, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს პროექტებს და ჩატარების
ექსპერტიზას.
4. ევროკავშირში საქართველოს რესპუბლიკის ელჩმა (ზ. აბაშიძე) და საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის ხელმძღვანელობამ (ა. გოგელია) ევროკავშირის დახმარებით გამოძებნონ კორპორაციის დაფინანსების წყაროები.
5. საქართველოს რესპუბლიკისათვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან მიღებული დახმარებების განაწილებისას საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ და საგარეო-ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტმა გაითვალისწინონ საქართველოს ტელერადიო კორპორაციისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა და
სათანადო გადაწყვეტილებები წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად.
6. განისაზღვროს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
1995 წლის 27 ივნისის № 238 განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის დასაფინანსებლად მიმართული პრივატიზებიდან მიღებული სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღდგენა-განმტკიცებისათვის, ისე თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისთვის.
7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა:
– უზრუნველყოს „მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციისათვის 100 (ი) ათასი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ოქტომბრის № 883 განკარგულების 1995 წლის ოქტომბრის ბოლომდე შესრულება;
– გამოყოს კომისია საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციისთვის ბალანსიდან ბალანსზე ტექნიკურ საშუალებათა გადაცემის საკითხის მიზანშეწონილობის დასადგენად.
განიხილოს საკითხი ტელერადიოგადაცემებზე სააბონენტო გადასახადის შემოღების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების კომისია
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
იური აკობია – ტელეცენტრის მთავარი ინჟინერი;
ნუგზარ ბეკარიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ტელეცენტრის ხელმძღვანელი;
ედნარ გიორგობიანი – საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
არჩილ გოგელია – საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე;
ნანა დევდარიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
შოთა დოღონაძე – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;
ფრიდონ ინჯია – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი;
ოთარ კაკაბაძე – საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის
კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე;
თამაზ კუპატაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი;
მარიან მურჯიკნელი – საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ზურაბ ქორიძე – საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი;
ავთანდილ სილაგაძე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;
ელდარ შენგელია – საქართველოს პარლამენტის კულტურის კომისიის თავმჯდომარე;
გელა ჩარკვიანი – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
ნოდარ ხატიაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე;
ჯანო ხუნწარია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე;
მიხეილ ჯანგირაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს რადიოცენტრის ხელმძღვანელი.