ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლისთვის ,,აკაკი ხორავა“-ს სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 01.12.2025
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016012
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე ჩოგბურთის კორტის სახელდების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლისთვის ,,აკაკი ხორავა“-ს სახელის მინიჭების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოs
განკარგულება №32
2025 წლის 1 დეკემბერი
ქ. ჩხოროწყუ
ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლისთვის ,,აკაკი ხორავას“ სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 19 აგვისტოს № 110-1102523135 ინიციატივისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის №01/2189 თანხმობის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლს მიენიჭოს „აკაკი ხორავას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის)
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე: ჯანო პერტაია