ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი ქუჩების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016023
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/12/2025
438 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 03.04.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 27.09.2024 ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 07.08.2025 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 04.08.2023 ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 28.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი ქუჩების სახელდების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №91 2025 წლის 4 დეკემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი  ქუჩების სახელდების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუხრან ჩადუნელის ინიციატივა, აღნიშნულ სოფელში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით: №1 ქუჩას ეწოდოს – ილია ჭავჭავაძის, №2 ქუჩას – ექვთიმე თაყაიშვილის, №3 ქუჩას – დავით აღმაშენებლის, №4 ქუჩას – აკაკი წერეთლის, ხოლო №5 ქუჩას – გიორგი სააკაძის სახელები. ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება.  ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან. საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე №1 ქუჩას (იწყება: X-377106.75; Y- 4646062.2953; კოორდინატზე და მთავრდება  X – 376852.5708; Y – 4645952.105; მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 280 მეტრს,  ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, აღმოსავლეთიდან ტყე) ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის“ სახელი. №2 ქუჩას (იწყება X-376898.6726; Y 4645862.122 კოორდინატზე და მთავრდება X- 376852.5708; Y 4645952.105; ქუჩის სიგრძე შეადგენს 100 მეტრს. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება №1 ქუჩა, სამხრეთიდან კი №5 ქუჩა) ეწოდოს ,,ექვთიმე თაყაიშვილის“ სახელი. №3 ქუჩას (იწყება X-376630; Y 4645534.775; კოორდინატზე და მთავრდება X-376852.5708; Y-4645952.105; ქუჩის სიგრძე შეადგენს 600 მეტრს. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, აღმოსავლეთიდან ტყე, ხოლო სამხრეთიდან მდინარე მტკვარი) ეწოდოს ,,დავით აღმაშენებლის“ სახელი. №4 ქუჩას (იწყება X-376796.5336; Y-4645931.5617; კოორდინატზე და მთავრდება X-376697.1059; Y-4646105.0029; ქუჩის სიგრძე შეადგენს 200 მეტრს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდინარე მტკვრის კალაპოტი, აღმოსავლეთიდან დასავლეთიდან და სამხრეთიდან მოსახლეობა) ეწოდოს ,,აკაკი წერეთლის“ სახელი. №5 ქუჩას (იწყება X-377106.75; Y-4646062.2953; კოორდინატზე და მთავრდება X-376851.1394; Y-4645844.0626; ქუჩის სიგრძე შეადგენს 370 მეტრს. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, აღმოსავლეთიდან ტყე, დასავლეთიდან მე-3 ქუჩა) ეწოდოს ,,გიორგი სააკაძის“ სახელი. 1. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. 2. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში  სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15). საკრებულოს თავმჯდომარე                ნინო ლიპარტელიანი