“სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება_წნორის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/325
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.009.312
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 27/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.312

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/325

2006 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წნორის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წნორის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/236 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 08.08.06, №105, მუხ. 1420) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამუსიკო სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის“.

ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი