მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მშრალხევში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-35.3525346001 |
|
2025 წლის 12 დეკემბერი ქ. მცხეთა |
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მშრალხევში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა და ჩიხები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის (სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტო) შესაბამისად.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი