„მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№537
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.025431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537

2025 წლის 12 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 280120000.10.003.023753) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1.  ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუშაობის უწყვეტობაზე გავლენას არ ახდენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მიწისქვეშა სამთო-სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ ის მომდევნო 12 თვის განმავლობაში კვლავ დასაქმდა მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) როგორც იმავე, ისე სხვა დაწესებულებაში/ორგანიზაციაში. ამასთან, სამუშაო სტაჟის ჯამური ოდენობის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელახლა დასაქმებამდე პერიოდი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ 2025 წლის 1 იანვრიდან და კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე