კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7 381,5 ათასი ლარი. კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
7 381,5
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
3 860,0
05 01 01
სპორტული ღონისძიებები
710,0
05 01 02
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
700,0
05 01 05
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
2 450,0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
3 300,5
05 02 01
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება
820,0
05 02 02
ა(ა)იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სახელოვნებო დაწესებულება ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა
750,0
05 02 03
ა(ა)იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სახელოვნებო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა
270,0
05 02 04
ა(ა)იპ ახალციხის ციხე
0,0
05 02 07
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
260,5
05 02 08
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
800,0
05 02 09
კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
400,0
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
146,0
05 03 01
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
146,0
05 04
თეატრები
25,0
05 05
ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
50,0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
710,0
1 945,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის, სპორტული პროგრამების განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოვება, წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით;
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირების ორგანიზება;
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული, რომლებშიც მონაწილეობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლები და სხვა ღონისძიებები.
ქვეპროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობა და მასში ახალგაზრდების მასიური ჩართულობა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში. მეტი ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
700,0
2 328,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მინიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სხვ.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის - სპორტკომპლექსის მშენებლობის დასრულება ქალაქ ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე, პროექტის ღირებულება - 2 480 041,00 ლარი, და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კომპლექსური სასპორტო ღონისძიებების განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარში
05 01 05
2 450,0
8 149,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება მოიცავს 9 სპორტულ მიმართულებას (კლუბს), კლუბები მოიცავს 15 სპორტულ სახეობას, ესენია: ჭიდაობისა და ძიუდოს კლუბი (ორი სპორტული სახეობა - ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა), მძლეოსნობის კლუბი (მძლეოსნობა), კრივის კლუბი (კრივი), ორთაბრძოლების კლუბი (ხუთი სპორტული სახეობა - შერეული ორთაბრძოლები, კიკბოქსინგი, კარატე, ტაეკვანდო, მკლავჭიდი), ფეხბურთის კლუბი (ფეხბურთი), სადაც გაერთიანებულია სპორტული გაერთიანების ბაზაზე არსებული ფეხბურთის გუნდი ,,სამცხე“, რაგბის კლუბი (რაგბი), ჭადრაკის კლუბი, კალათბურთის კლუბი, ფიტნესის კლუბი (ფიტნესი).
სპორტულ გაერთიანებაში სპორტის სახეობებს ეუფლება 595 მოზარდი (40 გოგონა, 555 ვაჟი), რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ.
სპორტულ გაერთიანებაში დასაქმებულია 102 თანამშრომელი, მათ შორის: ადმინისტრაციის წარმომადგენელი - 35, მწვრთნელი - 41, არასაშტატო თანამშრომელი - 29. საშტატო განრიგით გათვალისწინებულია 143 ერთეული - შტატით 114 და შტატგარეშე 29.
სპორტული გაერთიანების სპორტსმენები პერიოდულად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და რესპუბლიკური მასშტაბით, მონაწილეობენ საერთაშორისო შეჯიბრებებშიც. 2025 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით გათვალისწინებული 98 ღონისძიებიდან გაერთიანების სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 66 ღონისძიებაში და სხვადასხვა სახეობებში მოიპოვეს საპროზო ადგილები და მედლები : ოქროს 23, ვერცხლის 34 და ბრინჯაოს 48 , სულ 105 მედალი. მედალი. ჩვენი ძალოსანი სპორტსმენი გოგონა საქართველოს ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში (69 კგ), მანვე დაამყარა საქართველოს რეკორდი ატაცში, აკვრაში და ორჭიდში. ასევე წარმატებით იასპარეზა მოკრივემ 66 კგ წონით კატეგორიაში და გახდა საქართველოს ჩემპიონი 17 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში და აყვანილია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, დაიკავეს საპრიზო ადგილები, მოიპოვეს შესაბამისი მედლები (2 ოქრო, 3 ბრინჯაო) და გახდნენ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონები. წარმატებით იასპარეზა და პირველი წრის თამაშები წარმატებით დაასრულა საფეხბურთო გუნდმა ,,სამცხე“-მ.
სპორტული გაერთიანება მიზნად ისახავს სისტემატურად იზრუნოს სპორტული მოედნის, ბილიკებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე, სპორტსმენთა შესაბამისი ინვენტარით, ფორმებით, გასვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფაზე,ქვეპროგრამის მიზანია თანაბრად შეუწყოს ხელი როგორც ვაჟების და გოგონების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაინტერესებას, ხელშეწყობას და მოზიდვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა სრულყოფილად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში. ქვეპროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია, სპორტსმენების აღზრდა, განვითარება, ოლიმპიურ, მსოფლიო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ლიცენზიების მოპოვება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი და გასვლითი სპორტული შეჯიბრებების გაზრდილი რაოდენობა. მეტი წარმატებული სპორტსმენი, გაუმჯობესებული და განახლებული სპორტული ინფრასრტუქტურა, სპორტული ინვენტარითა და ფორმებით აღჭურვილი სპორტსმენების გაზრდილი რაოდენობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027-2029 წლების დაფინანსება ათას ლარში
05 02 01
820,0
2 727,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 3 კულტურის სახლი, 1 სკოლა- მუზეუმი, 13 ბიბლიოთეკა, 13 ახალგაზრდული ცენტრი და ფოლკლორული ანსამბლი - ,,მესხეთი“.
კულტურის სახლებში გაერთიანებულია ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ბავშვთა მუსიკალური წრეები. წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 800 აღსაზრდელი, ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი“ შედგება 11 წევრისაგან. ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს როგორც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ფესტივალებში.
გაერთიანებაში შემავალ სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმში ახალგაზრდები ეუფლებიან ტრადიციული, მესხური ფარდაგ-ხალიჩების ქსოვის, მატყლის დამუშავების ხელოვნებას. დღეის მდგომარეობით მუზეუმში განთავსებულია 3 000 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 900-ს.
მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 128 660 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 17 000 მოსახლე (გაცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით). მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დაქვემდებარებაში შემავალი 13 ახალგაზრდული ცენტრის მიზანია ქვეპოგრამის ფარგლებში ახალგაზრდების დაინტერესება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებით, რათა არ მოხდეს ახალგაზრდობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქად და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებას სოფლის სასარგებლოდ. ახალგაზრდულ ცენტრებში აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდა მუშაკები, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის განვითარებაში. ეხმარებიან მოსახლეობას სხვადასხვა აქტივობების შესრულებაში.
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდულ ცენტრებში. ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. კულტურის სახლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში მოქმედებს სხვადასხვა წრეები. კულტურის სახლები, ახალგაზრდული ცენტრები, ბიბლიოთეკები და მუზეუმი საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ მსურველებს, კულტურის გაერთიანება უზრუნველყოფს მასში შემავალი ობიექტების სამუშაო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას, ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას და ახალგაზრდების წახალისებას (განსაკუთრებით სოფლად), გაზრდილია ინფორმაციის მიწოდება და ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებითი საკითხების ირგვლივ და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამუსიკო ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება ათას ლარში
05 02 02
750,0
2 494,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 სამუსიკო სკოლა: ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები, რომლებშიც დაწყებით და საბაზისო მუსიკალურ განათლებას 2022-2023 სასწავლო წელს იღებს სულ 454 მოსწავლე. ორგანიზაციაში დასაქმებულია 50 პედაგოგი და 18 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. სამუსიკო სკოლებში ფუნქციონირებს 5 განყოფილება: საფორტეპიანო, საგუნდო-სადირიჟორო, ჩასაბერი ინსტრუმენტების (ფლეიტა), დასარტყამი ინსტრუმენტების და საორკესტრო. ქვეპროგრამის განხორციელების მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მომავალი თაობების მუსიკალური, კულტურული და ესთეტიკური აღზრდა, მუნიციპალიტეტის კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბება, საზოგადოების აქტიური ჩართვა მიმდინარე კულტურულ პროცესებში, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთა დაინტერესება. სამუსიკო სკოლები ხელს უწყობენ და აძლევენ შესაბამის განათლებას განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში გეგმავენ უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღებას. ქვეპროგრამის მიზანია ყველა დაინტერესებულმა ბავშვმა მიიღოს დაწყებითი მუსიკალური განათლება. მოხდეს ეროვნული უმცირესობის მუსიკალური ცნობიერების ამაღლება, რათა სკოლის ასაკიდანვე ეზიარონ ქართულ მუსიკას. მოსწავლებმა მიიღონ მონაწილეობა, როგორც რეგიონულ ისე ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებში. სამუსიკო სკოლების პედაგოგები ვერ სარგებლობენ ,,პედაგოგის სტატუსით“, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ განხორციელებული პედაგოგთასოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამებით, როგორიცაა: პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევა, დანამატი მაღალმთიანიდასახლებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის, პედაგოგთა სერტიფიცირების შედეგად ხელფასის ზრდა და სხვ. ამდენად, პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რათა მოხდეს სკოლებში მაღალი დონის სპეციალისტების შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისათვის სკოლაში მუშაობის დაწყების მოტივაციის ამაღლებს. სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასოა, სკოლა სრულად ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მოსალოდნელი შედეგი
მუსიკალური განათლება ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლისთვის, წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა 5%-ით. მაღალია მუსიკალური კულტურა, მუნიციპალიტეტში სისტემატურად ტარდება მუსიკალური ფესტივალები და კონკურსები. სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო კონსკურსებსა და ფესტივალებზე. მნიშვნელოვნად ამაღლებულია მოსწავლეთა მუსიკალური განათლების დონე; განსაკუთრებული მუსიკლაური ნიჭის მქონე კურსდამთვრებულები სწავლას აგრძელებენ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში და სხვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამხატვრო ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027-2029 წლების დაფინანსება ათას ლარში
05 02 03
270,0
898,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ახალციხის სამხატვრო სკოლაში ისწავლება ხელოვნების შემდეგი მიმართულებები: ხატვა, ფერწერა, მოდელირება, ქანდაკება, კერამიკა, გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური ფარდაგების და თექის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა, ასევე მოზაიკა. სკოლა წარმატებულია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში მიღებული აქვთ საპრიზო ადგილები. სკოლაში დასაქმებულია 20 თანამშრომელი, აქედან: 12 პედაგოგი და 8 ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ახალციხის სამხატვრო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ირიცხებოდა 399 მოსწავლე. სწავლის მსურველთა რიცხვი იზრდება ყოველწლიურად. სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 254 300 ლარს. 2026 წელს მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 425 მოსწავლის ოდენობით და ბიუჯეტი იზრდება 270 000 ლარამდე.
მომავალი თაობების აღზრდაში, ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსწავლეთათვის ხელოვნების შესწავლას. ახალციხის სამხატვრო სკოლის მიზანია მომავალი თაობების კულტურული და ესთეტიკური აღზრდა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის მიზანია სასწავლო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირება, სამუშაო ჯგუფების მუშაობის გაუმჯობესება, დახვეწა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგება, შშმ მოსწავლეთა აქტივობის ამაღლება, საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
დაწესებულების სასწავლო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებულია, ხდება მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირების მაქსიმალური ხელშეწყობა, სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაუმჯობესებული, დახვეწილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულია. აქტიურად ხორციელდება შშმ მოსწავლეთა აქტივობის ამაღლება და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაცია და სხვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება ათას ლარში
05 02 07
260,5
865,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპაალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მინიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებში ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ქვეპროგრამა განსაზღვრულია ახალციხის მუნიციპალიტეტში ტრადიციად ქცეული, სახალხო, გასართობი სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე, რომლებიც გათვლილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე, აგრეთვე ვიზიტორებისთვის სასიამოვნო, გასართობი გარემოს შექმნაზე. პროგრამები ითვალისწინებს ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტებსა და შოუებს; ქართული და მესხური ტრადიციული კულტურის წარმოჩენასა და მის პოპულარიზაციას, ფესტივალების გამართვას და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების სხვა ფესტივალებზე მონაწილეობას. ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას და მათ დაჯილდოებას. სოფლად მცხოვრები ადამიანების დაფასებასა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, სამეწარმეო ფესტივალების ჩატარებას,რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, მათი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების მოწყობას. აქტივობების მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების -შშმ პირების, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული და მარტოხელა ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებასთან და გარემოსთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. მათი მონაწილეობა და ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ასევე ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების დაფინანსებას; აგრეთვე სხვა ღონისძიებებს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების და სხვა პრობლემური ქცევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი აქტივობების ადმინისტრაციული ხელშეწყობას;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალების საზოგადოებაში ჩართულობის და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდის მიზნით დაგეგმილი აქტივობებს;
ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით აქტივობების ორგანიზებასა და წახალისებას.
ე) შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და გააქტიურების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი აქტივობების უზრუნველყოფას, და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებებლი იქნება მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და კულტურულ ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მათი შემოქმედების წარმოჩენის გზით და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 08
800,0
2 660,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ხელოვნების პოპულარიზაცია და სხვ.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება:
-ქალაქ ახალციხეში სამუსიკო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა - 1 749 049,00 ლარი;
-ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის N124-ში კინო-კლუბისა და მედიათეკის მშენებლობა - 3 365 216,00 ლარი. და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურული ცხოვრების დონე გაუმჯობესებულია და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 09
400,0
1 330,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესიების და მონასტრების მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და კულტურული ძეგლების და რელიგიური ორგანიზაციების ინფრასტრუქტურული მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ძეგლების ისტორიული იერსახის შენარჩუნება, მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურიზმის ხელშეწყობა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ძეგლების ისტორიული იერსახე შენარჩუნებულია, გაზრდილია ტურისტული პოტენციალი, მოწესრიგებულია ინფრასრტუქტურა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარებში
05 03 01
146,0
485,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის მრავალფეროვანი და გრძელვადიანი პროგრამების დაგეგვმა/განხორციელებას.
პროგრამების დაგეგმვამდე სამსახური იკვლევს ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭიროებებს და ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული პროგრამები იყოს გრძელვადიანი და შედეგებზე ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და წარმოადგენს გრძელვადიან დოკუმენტს. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ახალგაზრდების დასაქმების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაბამისი პირობების შექმნას, ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერას;
ქვეპროგრამის მიზანია: მოხდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, შემუშავდეს შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე,მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის შექმნილია შესაბამისი გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვა.
შესწავლილი და გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები; პროფესიონალების მიერ შემუშავებულია შესაბამისი მიდგომები და პროგრამები. გაუმჯობესებულია ახალგაზრდების მდგომარეობა. ახალგაზრდების ინტელექტუალური დონე მნიშვნელოვნად ამაღლებულია, პროექტები განხორციელებულია თვისობრივად და ხარისხობრივად მაღალორგანიზებულად და სხვ.
პროგრამის დასახელება
კოდი
თეარტები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება ათას ლარში
05 04
25,0
83,2
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფინანსურ მხარდაჭერას და ხელშეწყობას.
პროგრამის მიზანია ხელოვნების პოპულარიზაცია, რეგიონში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია მოქალაქეების მხრიდან ხელოვნების მიმართ დაინტერესება და სხვ.
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
2027-2029 წლების დაფინანსება
ათას ლარებში
05 05
50,0
99,8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა ექვსივე მუნიციპალიტეტმა (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) დააფუძნა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. ორგანიზაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მისი არსებობა დამოუკიდებელია მისი წევრებისგან. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მიზნად ისახავს სფეროში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას რეგიონში. ტურისტული აქტივობებისა და მიმართულებების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია მოახდენს რეგიონის პოპულარიზებისაკენ მიმართული აქტივობების კოორდინირებას კერძო და საჯარო სექტორებსა და თვითონ ორგანიზაციის წევრებს შორის. აქტივობები განხორციელდება სტრატეგიის შემუშავებისა და რეგიონული ტურიზმის განვითარების კუთხით, ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების მიხედვით. ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, როგორც ორგანიზაციის წევრების, ასევე ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სექტორის საკეთილდღეოდ; წაახალისებს კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობას რეგიონული ტურიზმის პოპულარიზებისთვის აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების ხარისხის განვითარებას და რეგიონის იმიჯის შექმნას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
რეგიონის ტურიზმის სტრატეგიული დაგეგმვა, ტურიზმის სფეროში ჩართული მხარეების (სთეიქჰოლდერების) კოორდინაცია და სამცხე-ჯავახეთის, როგორც დანიშნულების ადგილის მარკეტინგი და სხ