„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ 28.05.2015
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და გაუქმდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების თანამდებობები. აღნიშნული თარიღიდან შეწყდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებები, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომლის უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში).
2. საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, მის მოადგილეს/მოადგილეებს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრიდან შეუწყდებათ უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის ბოლოს განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს სამმაგი ოდენობა.
3. 2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა და განახორციელოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება.
4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1278-IVმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე?
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მიღებულია 17.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1278-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.05.001.102931.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, №1278-IVმს-XIმპ, 17.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.102931 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6699230/