„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;
გ) კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში – არაუმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და მის პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) პირზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;
ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან განთავისუფლებულ თანამშრომელზე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) პირზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღების შემთხვევაში, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში (კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში) ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანების, ხოლო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში (საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა შემადგენლობაში) − კონტრაქტისა და სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით იქნენ მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1277-IVმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1277-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.05.001.102940.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1277-IVმს-XIმპ, 17.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.102940 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6699460/