⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.05.2015)
გაუქმებულია:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"

მიღების თარიღი 27.09.2006
ძალის დაკარგვა 07.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-185
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.032.009.377
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 04/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,680 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2006 მიღება
07.05.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სტაჟირების დღე დავალების გამცემი პირი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:27.0pt 56.9pt 9.0pt 56.9pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.032.009.377 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-185 2006 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების თანდართული წესი, განაცხადი სტაჟირებაზე (დანართი №1) და სტაჟიორის პირადი მოსწრების დღიური (დანართი №2). 2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიშვილმა. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ა) სტაჟირება – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; დ) დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ტერიტორიული ორგანო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. თავი II. სტაჟიორის სტატუსი     მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად, კონკურსის წესით (ტესტირება ან/და გასაუბრება), შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. 2. კანდიდატმა დაწესებულების კანცელარიას სტაჟირების საბჭოს სახელზე უნდა წარუდგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №1).     მუხლი 5🔗 1. სტაჟიორთა კონკურსს ატარებს დაწესებულების სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო). 2. კონკურსის თემატიკას, ტესტირებისა და გასაუბრების საკითხებს, დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელიც ფორმდება ბრძანებით. სტაჟიორად დანიშვნის ბრძანებაში დაწესებულების ხელმძღვანელი მიუთითებს სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღებს და განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელს. 4. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.     მუხლი 6🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვით. 2. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა. 3. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.     მუხლი 7🔗 1. დაწესებულების ხელმძღვანელს მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში საჭიროების მიხედვით შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ფარგლებში წარუდგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.    2. დაწესებულების ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟიორთა რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. თავი III. სტაჟიორის უფლებები     მუხლი 8🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონ-კრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება საბჭოს თავმჯდომარის წინაშე მისი სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შესახებ. 2. საბჭოს თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ. თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად დაწესებულების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, სადაც იგი გადის სტაჟირებას, ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს დაწესებულების ტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების შესაბამის მოხელეებთან. 2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური (დანართი 2) და მასში ყოველდღიურად ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ყოველი თვის დასრულების შემდეგ უნდა წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს. უშუალო ხელმძღვანელი ყოველი თვის ბოლოს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს დღიურში შეტანილი ინფორმაციის სისწორეს.     მუხლი 11🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის დაწესებულებაში, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი. 2. ხელწერილი დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. 3. სტაჟიორი ვალდებულია ზედმიწევნით იცნობდეს დაწესებულების დებულებასა და შინაგანაწესს და განუხრელად იცავდეს და ასრულებდეს მათ მოთხოვნებს. თავი V. დაწესებულების მოვალეობები     მუხლი 12🔗 დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 13🔗 1. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას. იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 14🔗 დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დაწესებულების საკადრო საკითხებზე პასუხისმგებელ სამსახურს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ. თავი VI. სტაჟირების საბჭო     მუხლი 15🔗 1. სტაჟიორების კონკურსს (გასაუბრება/ტესტირება) ატარებს დაწესებულების სტაჟირების საბჭო. 2. გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების ფორმის შესახებ იღებს საბჭო. 3. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორცილებს დაწესებულების საკადრო საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული. 4. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და 4 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელი. საბჭოს თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 5. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს. თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები     მუხლი 16🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუც-ხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი საბჭოს, დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან უშუალო ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა ან სერტიფიკატი.     მუხლი 17🔗 სტაჟირების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სტაჟიორთა მიღების პროცედურასა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს დაწესებულების საკადრო საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსანტთა საბუთების მიღებასა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს თავმჯდომარეს. თავი VIII. დასკვნითი დებულებები     მუხლი 18🔗 ამ წესის ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განაცხადი სტაჟირებაზე 1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი ----------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა -------------------------------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული  ფოსტა, ფაქსი:  ---------------------------------------------------------------------------------------------------  --------------------------------------------------------------------------------------------------- 7. განათლება (როდის, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)  როდიდან როდემდე სასწავლებელი ფაკულტეტი 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად. ---------------------------------------------------------------------------------------------------- 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი       სპეციალობა კვალიფიკაცია დიპლომის № 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე: შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.  ენა კითხვა მეტყველება წერა 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  --------------------------------------------------------------------------------------------------- 12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები 13. დაწესებულების რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით. 14. თქვენი ინტერესთა სფეროები 15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:  როდის ორგანიზაცია - დაწესებულება თანხის ოდენობა 16. შრომითი საქმიანობა  როდიდან როდემდე უწყება , ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი უწყების                                                                                       ორგანიზაციის                                                                                                               სადაც, მუშაობდით    17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა  პროფესიული მიზნით: სად, როდის? ---------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- 18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო  წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან ---------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------- 19. ერთი რეკომენდაცია  (მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები) 20. გთხოვთ, ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით ამ სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ. ფორმატი    არა უმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით შინაარსი    თქვენი პროფესიული მიზნები;    რა როლს ითამაშებს სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?    რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფი სტაჟირებისათვის?    როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში?    მოკლედ აღწერეთ სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში; 21. გთხოვთ, ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) თქვენი აქტუალური CV; გ) ფოტოსურათი; დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან); ე) რეკომენდაცია/შუამდგომლობა. 22. შენიშვნები შევსების თარიღი ------------------------------------------ პირადი ხელმოწერა ----------------------------------------- დანართი 2 სტაჟიორის პირადი მოსწრების დღიური ___________________________ ________________________  სტაჟიორის სახელი და გვარი სტაჟირების დაწყების თარიღი სტაჟირების დღე დავალების გამცემი პირი დავალების შინაარსი შესრულება _____________________________________  უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა