1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი - 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2025 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2025 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2025 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2026 წლის ასიგნებებიდან, 2026 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაშ