„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№552
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.025446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №552

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:

1. მე-4 მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საქართველოს ფარგლებს გარეთ ლაბორატორიული სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნებათ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ საქართველოში ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლებს, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასტურისთვის. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია, აღნიშნული დოკუმენტაცია დამატებით გაეგზავნოს სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ დიაგნოსტიკის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“.

2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/ საქონლის მიღება უნდა დაიწყოს საქართველოში არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ − არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიღების დაწყების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიღების დასაწყებად განსაზღვრული ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად. აღნიშნული ვადების ათვლა დაიწყოს კომისიის საოქმო გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ვადის გასვლის შემდეგ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ ითვლება გაუქმებულად. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევები ეცნობება კომისიას.“.

3. მე-6 მუხლს 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:

„53. კომისიისთვის ყალბი ინფორმაციის წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, წარდგენილი დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.“.

მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველ მუხლთან დაკავშირებულ საკითხზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტ(ებ)ის ამავე დადგენილებასთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 20  დეკემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2025.
როდის იქნა მიღებული „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №552. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.025446.
რამდენი მუხლისგან შედგება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №552, 18.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.025446 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6704064/