სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 9 ნოემბრის №28/ნ ბრძანებაში: „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება №34/ნ |
|
2025 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 9 ნოემბრის №28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/11/2023, ს/კ: 220050000.66.078.016030) დამტკიცებულ ინსტრუქციაში „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს, მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტეი;
2. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი;
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია პლაკატები და სააგენტოს ლოგო-სტიკერები მიაწოდოს კლიენტთან ურთიერთობის მქონე ყველა ფილიალს/წარმომადგენლობას.“.
4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2026 წლის პირველი აპრილიდან ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 50 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.“.
5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
კომერციული ბანკის შემთხვევაში:
„2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.
მიკრობანკის შემთხვევაში:
„2023 წლის 1 ივლისიდან მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აპრილიდან.
|