📋

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 22.12.2025
მოქმედების პერიოდი 22.12.2025 — 23.01.2026
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
22.12.2025
23.01.2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2025 წლის 19 დეკემბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 22-ე  და 25-ე მუხლების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და  თანამდებობრივი სარგოები – თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და მათი იერარქიული რანგები, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge  21/12/2021წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.133.016325); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის  №17 დადგენილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge  03/09/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.133.016110) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს  №15 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მხეიძე დანართი №1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა, თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები № თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი  სარგო (ლარი) 1. პოლიტიკური თანამდებობის პირები 1 საკრებულოს თავმჯდომარე 1 6560 2 საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1 5120 3 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 4640 4 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 5 3680 5 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 2 3360 6 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 2880 № თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა რანგი კატეგორია თანამდებობრივი სარგო (ლარი)  2. პირველადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატი 1 პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის ხელმძღვანელი 1 I I 3680 2.1. იურიდიული განყოფილება 1 მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი 1 II II 2880 2 უფროსი სპეციალისტი  -იურისტი 2 III II 2240 2.2. საქმისწარმოების განყოფილება 1 მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილების უფროსი 1 II II 2880 2 უფროსი სპეციალისტი  საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში 4 III II 2240 3 უფროსი სპეციალისტი  ფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხში 1 III II 2240 4 უფროსი სპეციალისტი  არქივის დამუშავება სისტემატიზაციის საკითხში 1 III II 2240 5 უფროსი სპეციალისტი მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში 1 III II 2240 სულ საშტატო ერთეული 31