სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთებისა და მათი რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №560 |
|
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში ასახული ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), ფინანსური სახსრები (გარდა საბიუჯეტო სახსრებისა), მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე, მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში. სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში ასახული უძრავი ქონება აღირიცხოს საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში.
4. დაევალოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 1 იანვრამდე:
ა) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი გამოცემის/მიღების მიზნით;
ბ) უზრუნველყონ, ამ დადგენილების შესაბამისად, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის, სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2026 წლის 1 იანვრიდან გადაინიშნონ სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|