# აბაშის  მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული  მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა  და დახმარების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
- მიმღები ორგანო: აბაშის მუნიციპალიტეტი
- დოკუმენტის ნომერი: №17
- მიღების თარიღი: 23.12.2025
- კონსოლიდირებული რედაქცია: 23.12.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.110.016526
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6711606/0
- წყარო: https://legali.ge/law/6711606/

> ეს არის 23.12.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია
დანართი №1

აბაშის  მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული  მუნიციპალური სოციალური პროგრამები  და დახმარების გაცემის  წესი

ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე აბაშის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა  (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
პროგრამების ზოგადი მიმოხილ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-3/](https://legali.ge/law/6711606/muxli-3/)

---

## მუხლი 1. სოციალური  პროგრამები

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. მეორე   მსოფლიო   ომის,   საქართველოს   ტერიტორიული   მთლიანობის,   თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების,  სხვა  სახელმწიფოთა  ტერიტორიაზე  საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

3. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა.

4. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და      დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე  ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების  დახმარების პროგრამა.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

6.  ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

7. დედ-მამით ობოლი ბავშვების(0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

8. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახების   და   მარტოხელა სტატუსის მქონე  მშობლის  დახმარების  პროგრამა  (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე).

9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა.

10.  ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა.

11. სტიქიით  (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვა) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა.

12. მრავალშვილიანი ოჯახების(3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

13.  ყრუ-მეტყველების უნარის არმქონე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული  სიტუაციების   შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა.

14. მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი)მქონე პირების   დახმარების   პროგრამა.

15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა.

16. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა.

17. შშმ  ბავშვთა   დღის ცენტრის მომსახურებით  მოსარგებლე   ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა.

18. მზრუნველობამოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-1-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. პროგრამების მიზანი

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების  გამოკვეთა.

4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე  ხელმისაწვდომობა,   ხელშეწყობა,  პრევენცია.

5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, ეკონომიკური მდგომარეობის, ყოფითი პირობების გაუმჯობესება-შემსუბუქება, მონაცემთა ბაზის წარმოებ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-2-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-2-2/)

---

## მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა-გაუმჯობესება. მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.თავი II
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები  და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაც

[https://legali.ge/law/6711606/muxli-5/](https://legali.ge/law/6711606/muxli-5/)

---

## მუხლი 6. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების,  სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯ

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ომის   მონაწილე   ვეტერანის   გარდაცვალებისას   ვეტერანის   ოჯახის   უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი,   ქმედუნარიანი   წევრი  ან  ოჯახის  ნდობით  აღჭურვილი  პირი)  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-6/](https://legali.ge/law/6711606/muxli-6/)

---

## მუხლი 7. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);

გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის,  სტატუსის და გარდაცვალების  მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-7/](https://legali.ge/law/6711606/muxli-7/)

---

## მუხლი 8. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის გარდაცვალებისას ოჯახის წევრმა ან უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის ან მემკვიდრეობის ცნობის ასლი);

გ) გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის პირადობის და გარდაცვალების  მოწმობის ასლები;

დ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბენეფიციარის თაობაზე ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-8/](https://legali.ge/law/6711606/muxli-8/)

---

## მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და   დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართვე

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

დახმარების  მისაღებად  აბაშის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულმა  ომის  მონაწილე  ვეტერანმა  ან  მისი ოჯახის უფლებამოსილმა   წარმომადგენელმა    (ოჯახის  სრულწლოვანი,   ქმედუნარიანი   წევრი  ან  ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის  მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი  (აბაშის მუნიციპალიტეტის კოდით);

ე) ომში დაღუპულის ოჯახის უფლებამოსილი წევრის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-9/](https://legali.ge/law/6711606/muxli-9/)

---

## მუხლი 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა ( მეურვე/მზრუნველი) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის (მეურვე/მზრუნველი) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-10/](https://legali.ge/law/6711606/muxli-10/)

---

## მუხლი 11. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ახალშობილის ოჯახმა, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტში  შეეძინებათ  პირველი, მეორე, მესამე  და მეტი შვილი, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის (ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-11/](https://legali.ge/law/6711606/muxli-11/)

---

## მუხლი 12. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების პროგრამა (0-დან 18 წლის ასაკამდე)

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ (მზრუნველი) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-12/](https://legali.ge/law/6711606/muxli-12/)

---

## მუხლი 13. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის დახმარების  პროგრამა (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე)

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ბავშვის  მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ან ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

ე) მარტოხელა მშობლის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-13/](https://legali.ge/law/6711606/muxli-13/)

---

## მუხლი 14. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. ბენეფიციარმა,(ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) რომლის სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება ან  არ ფინანსდება, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;

დ)ინვოისი /ანგარიშ-ფაქტურა;

ე) კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმიური სამედიცინო მომსახურებისას);

ზ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

თ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან(არსებობის შემთხვევაში);

ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას: ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან, გადასახდელი თანხის  დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

კ) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი უფლებამოსილი პირი საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს პაციენტის გაწერიდან 30 დღის ვადაში.

2. პროგრამა ითვალისწინებს  ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების იმ წილის   დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით,  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

3. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.

4. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალ ტექნოლოგიური  გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა). გარდა  0-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა, შშმ პირებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა, ასაკით პენსიონერებისა და  ბენეფიციარებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 200 000 -ის ჩათვლით.

5. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბავშვები 0-დან 18 წლამდე და შშმ პირები 18 წლის ასაკის ზემოთ, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას (ადრეული განვითარება) სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.

6. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ  სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

დ ) საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა;

ვ) ამბულატორიული ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია) გარდა ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;

ზ) ამბულატორიული ლაბორატორიული გამოკვლევები(სისხლი, შარდი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი) გარდა ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა;

თ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, თვალის ლაზერული ქირურგია გარდა რქოვანის გადანერგვისას, კორექცია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა;

ი) არჩეული, აყვანილი ექიმი, ექიმის ჰონორარი. არჩეული თვალის ბროლი, ექიმის კონსულტაცია, კვების თანხა, vip პალატა;

კ) იმ შემთხვევაში თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური  ბენეფიციარის მხრიდან გადახდილია;

ლ) სტომატოლოგიური მომსახურებ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-14/](https://legali.ge/law/6711606/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

უხუცესმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი  წევრი  ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი საჭიროების შემთხვევაში;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-15/](https://legali.ge/law/6711606/muxli-15/)

---

## მუხლი 16. სტიქიით (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვა) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში  დაზარალებულმა მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანძრის შემთხვევაში- ცნობა (აქტი)სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან.  სხვა სტიქიისას- შესაბამისი კომისიის, შესაბამისი სამსახურის ან   სამუშაო ჯგუფის აქტი (ოქმი);   ასევე (საჭიროების შემთხვევაში) დოკუმენტი სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობის თაობაზე;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) განადგურებული ან დაზიანებული საცხოვრებლის ფოტოსურათი;

ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

თ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2. დახმარება გაიცემა:

ა) საცხოვრებლის სრულად განადგურებისას;

ბ) თუ სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისი გახდა  საცხოვრებლად;

გ) სტიქიისგან ნაწილობრივ დაზიანებისა

[https://legali.ge/law/6711606/muxli-16/](https://legali.ge/law/6711606/muxli-16/)

---

## მუხლი 17. მრავალშვილიანი ოჯახების  (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე)  დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი,  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვების  დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-17/](https://legali.ge/law/6711606/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ყრუ-მეტყველების უნარის არმქონე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული  სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა,  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-18/](https://legali.ge/law/6711606/muxli-18/)

---

## მუხლი 19. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

ბენეფიციარმა, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ან მისი ოჯახის წევრმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-19/](https://legali.ge/law/6711606/muxli-19/)

---

## მუხლი 20. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2.  აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენი იქნება   ყოველთვიურა

[https://legali.ge/law/6711606/muxli-20/](https://legali.ge/law/6711606/muxli-20/)

---

## მუხლი 21. თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. ამ პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი  ოჯახები ან პირი,  რომელთა საცხოვრებელი  სახლი - სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო: დაინგრა, დაიწვა, არის ავარიული, საცხოვრებლად უვარგისი,  ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში.

2. პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.

3. ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.

4. პროგრამის მონიტორინგს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

5. ამ პროგრამით, ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებენ ძალადობის მსხვერპლი პირები.

6.    ამ  პროგრამის  ფარგლებში  მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე  (არსებობის შემთხვევაში);

დ) ხანძრის შემთხვევაში: ცნობა (აქტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის   სამმართველოს ქ.  აბაშის სახანძრო - სამაშველო  განყოფილებიდან. სხვა სტიქიისას -  შესაბამისი სამსახურის, კომისიის ან  სამუშაო ჯგუფის  აქტი (ოქმი);

ე)  შესაბამისი სამსახურის, კომისიის  ან სამუშაო ჯგუფის დასკვნა (აქტი);

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ზ) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;

თ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,  რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე  საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის  ფაქტს;

ი) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში - შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;

კ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;

ლ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში - განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის  ნომერი.

7. ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ფართშ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-21/](https://legali.ge/law/6711606/muxli-21/)

---

## მუხლი 22. შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა

_თავი I — პროგრამების ზოგადი მიმოხილვა_

1. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-   დღის ცენტრების (აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრი) ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვის მშობელმა(მზრუნველმა)მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის და მშობლის დევნილის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

ე) ცნობა შშმ ბავშვზე,  აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრით სარგებლობის თაობაზე (ყოველკვარტალურად);

ვ) მშობლის  (მზრუნველის) საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;

2. ამ პროგრამით ისარგებლებენ აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში რეგისტრირებული  ბავშვები.

თავი III
სოციალური  დახმარების მიმღებთა კატეგორიები  და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების  ოდენობე

[https://legali.ge/law/6711606/muxli-22/](https://legali.ge/law/6711606/muxli-22/)

---

## მუხლი 23. სოციალური დახმარების ოდენობა

_თავი III — სოციალური  დახმარების მიმღებთა კატეგორიები  და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების  ოდენობები_

1. ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა:

იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე -250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

3.სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა:

სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 0-დან 70 000 -ის ჩათვლით, გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე -250 (ორასორმოცდაათი) ლარი.

4.  მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და        დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების  დახმარების პროგრამა:

ა) II მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 1 500 (ათასხუთასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

ბ) ასაკით პენსიონერი ომის მონაწილე ვეტერანები -200 (ორასი) ლარი(წელიწადში ერთჯერ);

გ) სხვა ომის მონაწილეებზე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრზე  - 500 (ხუთასი) ლარი  (წელიწადში ერთჯერ).

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

6.ახალშობილთა  ოჯახების დახმარების პროგრამა:

ა) პირველი შვილის შეძენისას -150 (ასორმოცდაათი) ლარი;

ბ) მეორე შვილის შეძენისას- 200 (ორასი) ლარი;

გ) მე-3 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთ შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი.

7. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:

დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე – 400 (ოთხასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

8.   მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახების   და   მარტოხელა   სტატუსის მქონე  მშობლის  დახმარების  პროგრამა   ( ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე):

თითოეულ ბავშვზე–200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა:

სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების თანადაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ (გადასახდელ) წილში განისაზღვროს:

ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-ის ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:  100 (ასი) ლარიდან  500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში–100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 (ათასხუთასი) ლარისა.

ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა  100 001 –დან 200 000-ის ჩათვლით,  სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 200 (ორასი) ლარიდან  ღირებულების –70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

გ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200 000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:

გ.ა) 250 ლარიდან 1 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 50%-ით;

გ.ბ) 1001-ლარიდან 2 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 40%-ით;

გ.გ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 200 (ათასორასი) ლარისა;

დ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 100%-ით; 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 (ათასხუთასი) ლარისა.

10. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა:

ა) ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესზე–1 000 (ათასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

11.  სტიქიით   (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვა)      დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა:

ამ პროგრამით დახმარება გაიცემა:

ა) საცხოვრებლის სრულად განადგურებისას  -4 000 (ოთხიათასი) ლარი;

ბ) თუ სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისი გახდა  საცხოვრებლად -3 000 (სამიათასი) ლარი;

გ) სტიქიისგან ნაწილობრივ დაზიანებისას -1500 (ათასხუთასი) ლარამდე. ამ ქვეპუნქტით ისარგებლებს ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000 -ის ჩათვლით.

12. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების  პროგრამა:

მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლის ასაკამდე შვილი, თითოეულ ბავშვზე–100     (ასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

13. ყრუ - მეტყველების უნარის არმქონე   და   ჩერნობილის    ატომურ   ელექტროსადგურზე    ავარიული    სიტუაციების  შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების  დახმარების პროგრამა:

ყრუ-მეტყველების უნარის არმქონე და ,,ჩერნობილის“ მონაწილეზე–250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე–250 (ორასორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა:

დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფებზე  –200 (ორასი) ლარი  (ყოველთვიურად).

16.    თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი ოჯახების  ხელშეწყობის  პროგრამა:

ა) თავშესაფრის გარეშე  დარჩენილი მოქალაქის (ოჯახის)   დახმარება გაიცემა ყოველთვიურად  1 წლამდე  ვადით,    300 (სამასი) ლარამდე;

ბ) ძალადობის მსხვერპლი პირი -300(სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).

17. შშმ  ბავშვთა   დღის ცენტრის მომსახურებით  მოსარგებლე   ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა:

სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-   დღის ცენტრების ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ბავშვის ოჯახზე (თითოეულ ბავშვზე) დაფინანსება გაიცემა ყოველკვარტალურად  - 400 (ოთხასი) ლარი.

თავი IV
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირე

[https://legali.ge/law/6711606/muxli-23/](https://legali.ge/law/6711606/muxli-23/)

---

## მუხლი 24. სოციალური დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე,  სოციალური დახმარების  დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

_თავი IV — სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება_

1. მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას  მერიაში დანერგილი ელექტრონული საქმის წარმოების შესაბამისად.

2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში კომისია).

3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას ასევე უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4.  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

5. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას  ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).

6. მუნიციპალური სოციალური პროგრამების  თაობაზე ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.

7. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს პროგრამების განახლების ან ცვლილების შემთხვევაში, ბენეფიციართა დროული ინფორმირება შეხვედრების საშუალები

[https://legali.ge/law/6711606/muxli-24/](https://legali.ge/law/6711606/muxli-24/)

---

## მუხლი 25. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა

_თავი IV — სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება_

1.კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.

3. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. ასევე, იგი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.

4.  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის  სხდომის მუშაობას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ.

6. საჭიროების შემთხვევაში კომისია აწარმოებს მონიტორინგს.

7. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-25/](https://legali.ge/law/6711606/muxli-25/)

---

## მუხლი 27. კომისიის ოქმები და დასკვნები

_თავი IV — სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება_

1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე  საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს  კომისიის მდივანი.

5. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია   კომისიის მდივანი.

6. კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრის აზრი დაერთვება ოქმ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-27/](https://legali.ge/law/6711606/muxli-27/)

---

## მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

_თავი IV — სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება_

1.  სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, კომისიის ოქმის (გადაწყვეტილების), კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილის  მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე.

2. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო  წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

3. საგარანტიო  წერილის გამოყენების ვადა განისაზღვროს გაცემიდან  3(სამი) თვის განმავლობაშ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-28/](https://legali.ge/law/6711606/muxli-28/)

---

## მუხლი 29. სოციალური დახმარების გაცემა

_თავი IV — სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება_

1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშებზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება  განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.

დანართი #2

მზრუნველობამოკლებული მოსახლეობის უფასო კვების პროგრამა

თავი I
პროგრამის ზოგადი მიმოხილ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-29/](https://legali.ge/law/6711606/muxli-29/)

---

## მუხლი 4. პროგრამის აღწერა

_თავი I — პროგრამის ზოგადი მიმოხილვა_

1. აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმწეო მდგომარეობაშია და განიცდის საკვები პროდუქტების სიმცირეს. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელმიუწვდომელია სრულფასოვანი საკვები. გაუარესებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანხის უდიდესი ნაწილი ეხარჯებათ მედიკამენტებში. არ გააჩნიათ მეურვე ან მზრუნველი. აქვთ ცუდი საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური პირობები.

2. ქალაქ აბაშაში ფუნქციონირებს ერთი უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის, სადაც დღეში ერთჯერ ყოველდღიურად იკვებება 50 ბენეფიციარ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-4-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-4-2/)

---

## მუხლი 6. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები

_თავი II — პროგრამაში მონაწილე  ბენეფიციარები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია_

ამ პროგრამით ისარგებლებენ აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს  მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-მდ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-6-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-6-2/)

---

## მუხლი 7. საჭირო დოკუმენტაცია

_თავი II — პროგრამაში მონაწილე  ბენეფიციარები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია_

უმწეო მდგომარეობაში მყოფი შესაბამისი სტატუსის და კატეგორიის მოქალაქე მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს წერილობით. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

თავი III
ორგანიზება და ადმინისტრირე

[https://legali.ge/law/6711606/muxli-7-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-7-2/)

---

## მუხლი 8. ამ პროგრამით დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე და   ორგანიზებაზე  პასუხისმგებლობა

_თავი III — ორგანიზება და ადმინისტრირება_

1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ პროგრამით დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით,  შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

3. უფასო სასადილოს მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-8-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-8-2/)

---

## მუხლი 9. ბენეფიციართა აღრიცხვიდან მოხსნა

_თავი III — ორგანიზება და ადმინისტრირება_

მერია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის აღრიცხვიდან  მოხსნის თაობაზე, თუ:

ა) ბენეფიციარი პირადი განცხადებით მიმართავს მერიას აღნიშნულის თაობაზე;

ბ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი და არ არის რეგისტრირებული აბაშის მუნიციპალიტეტში;

გ) ბენეფიციარი 15 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

დ) ბენეფიციარი გარდაიცვალ

[https://legali.ge/law/6711606/muxli-9-2/](https://legali.ge/law/6711606/muxli-9-2/)
