ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016471 1478
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა იერარქიული რანგებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო და საშტატო ნუსხა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2025 წლის 23 დეკემბერი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა,
საკრებულოს აპარატის მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და
საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდართული თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეების თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/12/2024, სარეგისტრაციო კოდი - 190020020.35.129.016444).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 01 იანვრიდან.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის
პირების თანამდებობრივი სარგოები
№
პოლიტიკური თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
6544
2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
4944
3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
4320
4
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
3520
5
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3200
6
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
2560
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საშტატო ნუსხა და თანმდებობრივი სარგოები
№
რანგი
კატეგორია
თანამდებობა
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1
3200
2
III
II
საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი
5
1920
3
III
III
საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი
2
1760
4
IV
II
საკრებულოს აპარატის უმცროსი სპეციალისტი
1
1360