განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -165.9 ათასი ლარის ოდენობით.

განისაზღვროს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 165.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2024 წლის ფაქტი

2025 წლის გეგმა

2025 წლის გეგმა

ვალდებულებების ცვლილება

821.2

856.2

165.9

ზრდა

1,000.00

1,047.00

-

საშინაო

1,000.00

1,047.00

-

სესხები

1,000.00

1,047.00

-

კლება

178,9

190.8

165.9

საშინაო

178,9

190.8

165.9

სესხები

178,9

190.8

165.9

1. სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 31.08.2016 წელს გაფორმდა გრძელვადიანი სასესხო ხელშეკრულება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის სპორტსკოლის რეკონსტრუქციისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის" შესახებ, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 239,3 ათ. ლარი (ძირითადი თანხა 752.5 ათ. ლარი, პროცენტი 486,8 ათ. ლარი). სესხის გადახდა დაწყებულია 2019 წლის იანვრიდან და 2024 წელს  დაფარულია 926,1 ათ. ლარი. აღნიშნული სესხის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს. დაფარვის ბოლო ვადაა 2027 წლის მარტი. 2026 წელს გადასახდელი იქნება 139,2 ათ. ლარი. აქედან პროცენტი - 11.5 ათ. ლარი. ძირითადი თანხა - 127.7 ათ. ლარი. 2027 წლიდან გადასახდელი იქნება 34.9 ათ. ლარი.

2. ასევე, სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 12.07.2016  წელს გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდმა სესხის სახით განახორციელა ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის კომპაქტორიანი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანის და ნარჩენების კონტეინერის გადმოცემა. საერთო ღირებულებაა 822,9 ათ. ლარი (ძირითადი თანხა 534,1 ათ. ლარი, პროცენტი 288,8 ათ. ლარი). სესხის გადახდა დაწყებულია 2018 წლიდან და 2025 წელს    დაფარულია 782,5 ათ. ლარი. სესხის დაფარვა  ხდება წელიწადში ორჯერ 28 აპრილამდე და 28 ოქტომბრამდე. დაფარვის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 აპრილი და  გადასახელი იქნება 40,4 ათ. ლარი. მ.შ ძირითადი თანხა 38,2 ათ. ლარი (პროცენტის გადასახდელი თანხა დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე).

3. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტს იპოდრომის მშენებლობისათვის სესხის სახით ჩაერიცხა 3 600 000 ლარი. მათ შორის 2024 წელს  1,000,000 ლარი, ხოლო 2025 წელის 2 600 000 ლარი. შეიცვალა სესხის მიზნობრიობა, რის გამოც 1 553 000 ლარის უკან დაბრუნება მოხდა. სესხის თანხად განისაზღვრა 2 047 000 ლარი, რომლის მიზნობრიობაც იქნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იპოდრომისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა და იპოდრომისათვის განსაზღვრული ტერიტორიის მიმდებარედ, ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელება. სესხი არის უპროცენტო და დაფარვის ზღვრული თარიღია 25 დეკემბერი 2027 წელი. 2026 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებით სესხის დაფარვა გათვალისწინებული არ არის.

თავი II

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,  პროგრამები და ქვეპროგრამები 2026-2029 წლებისათვ