განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,330.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
04 00
განათლება
3,330.0
04 04
ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება
3,330.0
პროგრამის დასახელება
კოდი
ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება
დაფინანსება ათას ლარში
04 04
3,330.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება
პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიებებოს გატარება.
პროგრამის მიზანია ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა , მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა -შენახვა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 885 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 80 %-ს შეადგენს.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების დონის ამაღლება და მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობ