წევრის
შეხვედრები
ამომრჩევლებთან

1. საკრებულოს
წევრი
ვალდებულია
საკრებულოს
თავმჯდომარის
მიერ
დამტკიცებული
გრაფიკის
შესაბამისად
სამ
თვეში
ერთხელ
მაინც
მოაწყოს
შეხვედრები
თვითმმართველი
ერთეულის
მოსახლეობასთან
.

2. საკრებულოს
წევრის
მოსახლეობასთან
შეხვედრა
შეიძლება
გაიმართოს
წინასწარ
შედგენილი
დღის
წესრიგით
ან
მის
გარეშე
. საკრებულოს
წევრის
მიერ
მოსახლეობასთან
შეხვედრის
მიზნით
შესაძლებელია
გამოყენებულ
იქნეს
საკრებულოს
დარბაზი
, სხვა
შენობა
ან
შეხვედრა
ჩატარდეს
ღია
ცის
ქვეშ
.

3. საკრებულოს
წევრის
მიერ
მოსახლეობასთან
შეხვედრის
დღე
, ადგილი
, საათები
, აგრეთვე
დღის
წესრიგი
(მისი
არსებობის
შემთხვევაში
) ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
ქვეყნდება
საკრებულოს
აპარატის
მიერ
შეხვედრამდე
ერთი
კვირით
ადრე
მაინც
.

4. საკრებულოს
წევრის
მოსახლეობასთან
შეხვედრის
ოქმის
შედგენას
უზრუნველყოფს
საკრებულოს
აპარატი
. მოსახლეობასთან
შეხვედრის
ოქმს
ხელს
აწერს
საკრებულოს
წევრი
. ოქმი
საკრებულოს
თავმჯდომარის
ვიზირების
შემდეგ
ინახება
საკრებულოს
აპარატში