სხდომა
1. საკრებულოს
ბიუროს
სხდომებს
იწვევს
და
უძღვება
საკრებულოს
თავმჯდომარე
. საკრებულოს
ბიუროს
სხდომები
იმართება
საჭიროებისამებრ
, თვეში
ერთხელ
მაინც
, ან
/და
საკრებულოს
თავმჯდომარის
ბრძანებით
დამტკიცებული
გრაფიკის
შესაბამისად
. ბიუროს
რიგგარეშე
სხდომა
მოიწვევა
საკრებულოს
თავმჯდომარის
მიერ
საკუთარი
ინიციატივით
, კომისიის
ან
ფრაქციის
წერილობითი
მოთხოვნის
საფუძველზე
. ბიუროს
რიგგარეშე
სხდომაზე
ვრცელდება
ამ
რეგლამენტის 53-ე
მუხლის
მე
-2-მე
-5 პუნქტებით
დადგენილი
წესები
.
2. ცნობა
საკრებულოს
ბიუროს
სხდომის
ჩატარების
ადგილის
, დროისა
და
დღის
წესრიგის
თაობაზე
და
განსახილველ
საკითხებზე
დაინტერესებულ
პირთა
მიერ
მოსაზრებების
წარდგენის
ვადის
შესახებ
ქვეყნდება
სხდომის
ჩატარებამდე
7 დღით
ადრე
მაინც
, ამ
რეგლამენტის 137-ე
მუხლით
დადგენილი
წესით
.
3. საკრებულოს
ბიუროს
სხდომა
უფლებამოსილია
, თუ
მას
ესწრება
ბიუროს
წევრთა
სიითი
შემადგენლობის
ნახევარზე
მეტი
. გადაწყვეტილება
ბიუროს
სხდომაზე
მიიღება
ბიუროს
სხდომაზე
დამსწრე
ბიუროს
წევრთა
ნახევარზე
მეტით
.
4. საკრებულოს
ბიუროს
სხდომაზე
მისი
წევრის
დასწრება
სავალდებულოა
. საპატიო
მიზეზით
ბიუროს
სხდომაზე
დაუსწრებლობის
შემთხვევაში
კომისიის
თავმჯდომარე
ხმის
იმავე
უფლებით
შეიძლება
შესცვალოს
მისმა
მოადგილემ
, ხოლო
ფრაქციის
თავმჯდომარე
– მისმა
მოადგილემ
ან
ფრაქციის
წევრმა
სათანადო
დოკუმენტის
წარდგენის
შემთხვევაში
.
5. საკრებულოს
ბიუროს
სხდომის
დღის
წესრიგს
ადგენს
საკრებულოს
თავმჯდომარე
. ბიუროს
წევრთა
წინადადებით
დღის
წესრიგში
შეიძლება
შეტანილ
იქნეს
ცვლილებები
. დღის
წესრიგს
და
მასში
ცვლილებების
შეტანას
ამტკიცებს
ბიურო
ბიუროს
სხდომაზე
დამსწრე
ბიუროს
წევრთა
ნახევარზე
მეტით
.
6. საკრებულოს
ბიუროს
სხდომაზე
გადაწყვეტილება
მიიღება
ღია
კენჭისყრით
. ხმების
თანაბრად
გაყოფის
შემთხვევაში
საკრებულოს
თავმჯდომარეს
აქვს
გადამწყვეტი
ხმის
უფლება
. ბიუროს
გადაწყვეტილებით
, ცალკეულ
საკითხზე
შეიძლება
ჩატარდეს
ფარული
კენჭისყრა
.
7. საკრებულოს
ბიურო
განსახილველ
საკითხებთან
დაკავშირებით
იღებს
რეკომენდაციებს
, დასკვნებს
, წინადადებებს
, ხოლო
ორგანიზაციულ
საკითხებთან
დაკავშირებით
– გადაწყვეტილებებს
.
8. საკრებულოს
ბიუროს
გადაწყვეტილებები
ფორმდება
საკრებულოს
ბიუროს
სხდომის
ოქმით
ან
/და
საკრებულოს
თავმჯდომარის
ბრძანების
სახით