სამართლებრივი
აქტების
პროექტის
მომზადება
და
განსახილველად
წარდგენის
პროცესი
1. საკრებულოში
ინიციირების
წესით
წარმოდგენილი
საკრებულოს
სამართლებრივი
აქტის
პროექტი
გადის
შემდეგ
პროცედურებს
:
ა
) სამართლებრივი
აქტის
პროექტი
ბარდება
საკრებულოს
აპარატს
;
ბ
) საკრებულოს
აპარატი
დაუყოვნებლივ
რეგისტრაციაში
ატარებს
შემოტანილ
სამართლებრივ
აქტის
პროექტს
და
გადასცემს
საკრებულოს
თავმჯდომარეს
საკრებულოს
ბიუროს
უახლოეს
სხდომაზე
გასატანად
;
გ
) საკრებულოს
ბიუროს
სხდომა
იღებს
გადაწყვეტილებას
პროექტის
განხილვის
პროცედურის
დაწყების
შესახებ
, განსაზღვრავს
კომისიებში
პროექტის
განხილვის
და
პროექტის
საკრებულოს
სხდომაზე
გატანის
ვადებს
;
დ
) საკრებულოს
ბიუროს
გადაწყვეტილების
შემდეგ
საკრებულოს
აპარატი
უზრუნველყოფს
ბიუროს
გადაწყვეტილებასთან
ერთად
პროექტის
გამოქვეყნებას
და
მათ
მიწოდებას
საკრებულოს
კომისიების
, ფრაქციების
და
მერიისათვის
. პროექტის
გამოქვეყნებასთან
ერთად
საკრებულოს
აპარატი
აქვეყნებს
ცნობას
, რომელშიც
მითითებული
უნდა
იყოს
საკრებულოს
ის
კომისია
(კომისიები
), რომელსაც
გადაეცა
პროექტი
განსახილველად
, კომისიაში
პროექტის
განხილვის
ვადები
, კომისიის
(კომისიათა
) ადგილსამყოფელი
და
სხდომების
გრაფიკი
, პროექტის
საკრებულოს
სხდომაზე
გატანის
დრო
, საკრებულოს
აპარატის
მისამართი
, სადაც
შეიძლება
წარდგენილ
იქნეს
მოსაზრებები
პროექტთან
დაკავშირებით
, მოსაზრებების
წარდგენის
ვადა
;
ე
) საკრებულოს
კომისიები
ან
/და
მერი
საკრებულოს
ბიუროს
მიერ
დადგენილ
ვადებში
იხილავენ
წარმოდგენილ
სამართლებრივი
აქტის
პროექტს
და
აწვდიან
შესაბამის
დასკვნას
საკრებულოს
აპარატს
;
ვ
) საკრებულოს
აპარატი
ახდენს
შემოსული
შენიშვნების
, დასკვნების
და
წინადადებების
სისტემატიზაციას
და
წარუდგენს
საკრებულოს
თავმჯდომარეს
საკრებულოს
ბიუროს
სხდომაზე
განსახილველად
;
ზ
) საკრებულოს
ბიურო
ისმენს
წარმოდგენილ
დასკვნებს
და
წინადადებებს
და
იღებს
გადაწყვეტილებას
საკითხის
საკრებულოს
დღის
წესრიგის
პროექტში
მისი
შეტანის
რიგითობის
შესახებ
.
2. ინიციირების
უფლების
მქონე
სუბიექტის
მიერ
შემოტანილი
სამართლებრივი
აქტის
პროექტი
საკრებულოს
სხდომის
დღის
წესრიგში
შეტანილი
უნდა
იქნეს
მასზე
უარყოფითი
დასკვნის
მიუხედავად
.
3. ინიციირების
წესით
შემოტანილი
საკრებულოს
ნორმატიული
აქტის
პროექტი
მომზადებული
უნდა
იქნეს
„ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მოთხოვნათა
შესაბამისად
. თუ
პროექტი
იწვევს
არსებულ
ნორმატიულ
აქტში
ცვლილებების
ან
/და
დამატებების
შეტანას
, მას
უნდა
დაერთოს
შესატანი
ცვლილებების
ან
/და
დამატებების
პროექტები
და
წარმოდგენილი
უნდა
იქნეს
ერთიანი
პაკეტის
სახით