1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 430,7 ათასი ლარი განაწილდეს:

ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული   უფლებამოსილების განხორციელებისათვის 191,7 ათასი ლარის ოდენობით;

გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის     უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის-1.0 ათასი ლარის ოდენობით.

დ) საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 56 მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით 24,0 ათასი ლარის ოდენობით.

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთველობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის №1/ნბრძანებით დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისათვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესი.აღნიშნული ბრძანების თანახმად პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამის შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტს 2026 წლისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრა 214,0 ათასი ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ