,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის სამსახური (სამმართველო)“;
ბ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში რეგულირების განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია“;
გ) ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები.“;
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 185 მუხლი:
„მუხლი 185. საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის სამსახური (სამმართველო)
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის სამსახურის (სამმართველოს) ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის დროული სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზება და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ტექნოგენური, ბუნებრივი კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამობილიზაციო გეგმების შედგენა-განხორციელება; სხვადასხვა სახის კატასტროფის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დადგენილი წესით შექმნა და შენახვის ორგანიზება; არსებული სამობილიზაციო რეზერვის შენახვის პროცესის ზედამხედველობა;
გ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 29.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №110. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.001.054.
- სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №110, 29.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.054 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6718/