ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებული სკვერისთვის მეფე ერეკლე II - ის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.12.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017038
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის მნათობის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ გოგებაშვილის I და II ჩიხისთვის ნათია ბაშალეიშვილის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის ლევან ჭოჭუას I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის შესახვევისთვის დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების
შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №35 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებული სკვერისთვის მეფე ერეკლე II - ის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №135
2025 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებული სკვერისთვის მეფე ერეკლე II - ის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებულ სკვერს მიენიჭოს მეფე ერეკლე II-ის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე