ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.12.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017036
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კალათბურთელის ვლადიმერ უგრეხელიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოდორე უშაკოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის მომღერლის ოლღა ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №138
2025 წლის
19 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის
III
ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე