ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №141 |
|
2025 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. სამგორის რაიონში ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს კორნელი სანაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. სამგორის რაიონში შეიცვალოს კორნელი სანაძის ქუჩის მონაკვეთის გავრცელების არეალი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე
