1. საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისთვის, აგრეთვე იმ ქმედებისთვის, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესი