1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

დ) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;

თ) მოსამართლეებს;

ი) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

კ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები);

ლ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

მ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს;

ნ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდ