მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი ან გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაშ