1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა