1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:
ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას;
ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
გ) მიმწოდებლის შერჩევას პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.
დანართი №1
შპს – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონელი
ელექტროსამონტაჟო მასალები და აპარატურა (განათების არმატურა, ელექტროგამანაწილებელი ფარები, ტრანსფორმატორები, ელექტრომოწყობილობები და აპარატურა, ელექტროკაბელები, ელექტროფურნიტურა, სანათები, ნათურები, პლაფონები, განათების სისტემები, ლამპიონები, გარე განათება, განათების ანძები და სხვა)
კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები
სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარ-ფანჯრები, ხის ტიხრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა), მინა და მინა პაკეტი, ქლორვინილის ქაფი
ელექტრო, წყლის და ბუნებრივი გაზის მრიცხველები
კანალიზაციის, სანტექნიკის, გაზსადენისა და წყალსადენის მასალები (წყალსადენის მილები, წყალშემკრები ძაბრები, მუხლები, სამკაპები, რედუქტორები, ადაპტორები, გადამყვანები, ქუროები, უნაგირები, ჯვარედინები, სახანძრო ჰიდრანტები, ურდულები, ვენტილები, ფლანეცები, სხვადასხვა მასალის ჭები, ლიუკებისა და ჭების ელემენტები და სხვა)
მომსახურება
მობილური და სტაციონარული სკანერების ტექნიკური მომსახურება
ვიდეოკონტროლის და დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება
ელექტროგენერატორების ტექნიკური მომსახურება
საავტომობილო სასწორის ტექნიკური მომსახურება
სანტექნიკური კვანძების, ელექტრომომარაგების, განათების, საკეტების, ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება
ავტო მანქანებით, ასინიზაციის მანქანებით და სპეც. ტექნიკით მომსახურება/იჯარა
დანართი №2
შპს ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ-ის მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონელი
სამშენებლო მასალები (კონსტრუქციული მასალები, ხის მასალა, არმატურა, გლინულა, შესაკრავი და შედუღების მავთული, სხვადასხვა მარკისა და სპეციფიკაციის ცემენტი, საფითხი მასალა, სენდვიჩ პანელები, სენდვიჩ გადახურვა, და მათი სამონტაჟო მასალები, რკინაბეტონის ნაკეთობები, სხვადასხვა ზომისა და მასალის სამშენებლო აგური და ბლოკი, კვადრატული მილები, კუთხოვანა, შველერები, ზოლოვანა, ლურსმნები, შურუპები, დუბელები, მავთულბადე, მავთულხლართი და სხვა)
ელექტროსამონტაჟო მასალები და აპარატურა (განათების არმატურა, ელექტროგამანაწილებელი ფარები, ტრანსფორმატორები, ელექტრომოწყობილობები და აპარატურა, ელექტროკაბელები, ელექტროფურნიტურა, სანათები, ნათურები, პლაფონები, განათების სისტემები, ლამპიონები, გარე განათება, განათების ანძები და სხვა)
ბალასტი, ფრაქციული ღორღი, ქვიშა და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშახრეშოვანი და ქვიშაღორღოვანი ნარევი, სხვა ინერტული მასალები
სხვადასხვა მარკისა და სპეციფიკაციის ბეტონი, საბეტონე მასალა, ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობად, ხსნარი წყობის, ხსნარი მოსაპირკეთებელი
ფლეთილი ქვა, ხელოვნური საფარი
კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები
სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა),მინა და მინა პაკეტი, ქლორვინილის ქაფი
უნიტაზები, პირსაბანი ნიჟარები, ონკანები, შემრევები და სხვა
ელექტრო, წყლის და ბუნებრივი გაზის მრიცხველები
საგზაო ნიშნები, შლაგბაუმები, ბოძკინტები, თვალამრიდები, საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები, საინფორმაციო ფირნიშები და ბანერები
ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები
სხვადასხვა ზომისა და მასალის მილები
სხვადასხვა სპეციფიკაციისა და დანიშნულების საღებავები, სამშენებლო ქიმია და სხვა მასალები
კანალიზაციის, სანტექნიკის, გაზსადენისა და წყალსადენის მასალები (წყალსადენის მილები, წყალშემკრები ძაბრები, მუხლები, სამკაპები, რედუქტორები, ადაპტორები, გადამყვანები, ქუროები, უნაგირები, ჯვარედინები, სახანძრო ჰიდრანტები, ურდულები, ვენტილები, ფლანეცები, სხვადასხვა მასალის ჭები, ლიუკებისა და ჭების ელემენტები და სხვა)
გადასახური, ჰიდრო, თბოსაიზოლაციო და საბურულე მასალები (მეტალოკრამიტი, ფურცლოვანი თუნუქი, შიფერი თუნუქის მოთუთიებული, მეტალოპროფილი, მეტალოპროფილი გალვანიზებული, მეტალოფურცელი, მეტალოკრამიტი, პოლიკარბონატი, ტოლი, პერგამინი და სხვა)
ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები, გენერატორები, ელექტროდები, ხელის იარაღები და მათი ნაწილები, ურიკები, კიბეები, სათლები, წყლის ტუმბოები, ელექტრო და მექანიკური სამშენებლო იარაღები და ხელსაწყოები და სხვა)
ორგანიზაციის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
სარკინიგზო რელსები, რკინა-ბეტონის და ხის შპალები, ბუნიკები, საისრე გადამყვანები და ა.შ.
მომსახურება
ვიდეოკონტროლის და დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება
ელექტროგენერატორების ტექნიკური მომსახურება
სარკინიგზო სასწორის ტექნიკური მომსახურება
სანტექნიკური კვანძების, ელექტრომომარაგების, განათების, საკეტების, ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება
საავტომობილო, საკონტეინერო და სავაგონო ტვირთების გადაზიდვისათვის საექსპედიტორო მომსახურება
ავტომანქანებით, ასინიზაციის მანქანებით და სპეც. ტექნიკით მომსახურება/იჯარა
ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა
საინჟინრო გეოლოგიური, გარემოსდაცვითი, ჰიდროლოგიური და სხვა კვლევები
დამხმარე მუშა-პერსონალის მომსახურე