1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმა რეგისტრირდება სისტემაში და უნდა შეიცავდეს:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;
გ) შესყიდვის საშუალებას;
დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე);
ე) დაფინანსების წყაროს.
3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე, სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისა