1. ამ წესის პირველი მუხლის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ,,უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრისგან.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან, თავმჯდომარის დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
9. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
10. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
12. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზ