“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.009.422
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №32
2006 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს:
მუხლი 1
,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ III, 26.01.2006 წ., №10) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე.“.
2. დადგენილების 21 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები:
,,ვ) ქ. ლანჩხუთი 2007 წლის 1 მაისიდან;
ზ) დაბა ჯვარი, ქ. წყალტუბო 2007 წლის 1 ივნისიდან;
თ) ქ. ახალციხე, ქ. ხაშური 2007 წლის 1 ივლისიდან;
ი) ქ. ჭიათურა 2007 წლის 1 აგვისტოდან;
კ) ქ. გორი, ქ. ტყიბული, ქ. რუსთავი 2007 წლის 1 სექტემბრიდან; “.
3. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს 22 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,22. დამტკიცებული წესი გავრცელდეს შემდეგ ქალაქებზე, დარჩენილი გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლებისათვის, წარმოდგენილი ვადების გათვალისწინებით:
ა) ქ. დუშეთი 2007 წლის 1 მაისამდე;
ბ) ქ. ფოთი 2007 წლის 1 ივლისამდე;
გ) ქ. ქუთაისი 2007 წლის 1 აგვისტომდე.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ΔWn – ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფარდობით ერთეულში, რომელიც განისაზღვრა 0,06-ით;“.
5. წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ 2007 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საერთო მოხმარების მრიცხველებზე მომხმარებელთა მიერთება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედება ვრცელდება 2006 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. თავაძე