„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 11.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №741
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.4531
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 16/10/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2006 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| განცხადების რეგისტრაციის № | სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:17.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:17.0pt; margin-bottom:0in; margin-left:-17.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:52.4pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 53.95pt .5in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 53.95pt .5in;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.4531
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №741
2006 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ფიზიკური პირებისათვის ადგილზე მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების თანდართული წესი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისმა სამსახურებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ადგილზე მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
3. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტს.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
პროექტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების პირობებსა და პროცედურას.
მუხლი 2🔗
1. ამ წესის მიხედვით სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურება გულისხმობს სამინისტროს თანამშრომლის მიერ პირისათვის, მის მუდმივ/დროებით საცხოვრებელ ან მკურნალობის მიზნით დროებითი ყოფნის ადგილზე, სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე მომსახურების გაწევას.
2. სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურება შეიძლება გაეწიოს:
ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა;
ბ) პირს, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას;
გ) ხანდაზმულ პირს, რომლის ასაკი 70 წელზე მეტია.
3. სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურება შეიძლება გაეწიოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, თუ მას უშუალოდ ესაჭიროება ადგილზე მომსახურება სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე.
4. ადგილზე მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია შეამოწმოს მომსახურების ადგილზე განხორციელების აუცილებლობა, საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში კი უფლება აქვს უარი თქვას მომსახურებაზე.
5. სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლის, სახელმწიფო ბაჟისა და საფასურის გადახდა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილზე მომსახურების მიმღები პირის ხარჯებით.
მუხლი 3🔗
1. სამინისტროს მიერ ადგილზე მომსახურების გაწევის საფუძველია შესაბამისი განცხადება, რომლითაც სამინისტროს მიმართავს პირი, რომელსაც ესაჭიროება ადგილზე მომსახურება ან მისი წარმომადგენელი.
2. განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს წერილობითი ფორმით სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტში ან გაკეთდეს სატელეფონო ზარის მეშვეობით, ამ მიზნით სამინისტროში გამოყოფილ სპეციალურ სატელეფონო ნომერზე.
3. მომსახურების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში (დანართი 1) უნდა მიეთითოს:
ა) განმცხადებელი პირის სახელი და გვარი, ხოლო თუ განცხადება წარდგენილია არა ადგილზე მომსახურების მიმღები პირის, არამედ მისი წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ განცხადებას უნდა დაერთოს როგორც მომსახურების მიმღების, ასევე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
ბ) ადგილზე მომსახურების მიმღები პირის საცხოვრებელი ან/და დროებითი ყოფნის ადგილის ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
გ) ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ის გარემოება, რაც პირისათვის ადგილზე მომსახურების საფუძველია;
დ) სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი ის საკითხი, რომლის თაობაზეც პირს სურს ადგილზე მომსახურება.
4. ადგილზე მომსახურების გაწევის თაობაზე წერილობითი განცხადება ან სატელეფონო ზარი აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში (დანართი 2) შემოსვლის რიგითობის მიხედვით.
5. განცხადების აღრიცხვა და ჟურნალის წარმოება ხორციელდება სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტში.
6. თუ განცხადება სატელეფონო ზარის მეშვეობით არის გაკეთებული, სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, შეავსებს ბლანკის ფორმას (დანართი 1), რომელიც გამოიყენება როგორც განცხადება.
მუხლი 4🔗
1. ადგილზე მომსახურების გაწევის თაობაზე გაკეთებული განცხადება დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ვალდებულია ადგილზე მომსახურება უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
2. ადგილზე მომსახურების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მსვლელობა მიეცემა დაუყოვნებლივ.
3. ამ წესის მე-3 მუხლში განსაზღვრულ ჟურნალში ადგილზე მომსახურების თაობაზე გაკეთებული განცხადების რეგისტრაციის მონაცემების გასწვრივ აღირიცხება ადგილზე მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღები (რიცხვი, თვე, წელი), იმ თანამშრომლის მონაცემები, რომელმაც უშუალოდ უზრუნველყო პირისათვის ადგილზე მომსახურება, მომსახურების დრო და ადგილი, გაწეული მომსახურების სახე, რაც დასტურდება ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერითა და მოწმდება აღნიშნული თანამშრომლის ხელმოწერით.
4. ადგილზე მომსახურების თაობაზე დგება სპეციალური სააღრიცხვო ბარათი (დანართი 3), რომელშიც აღინიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. სააღრიცხვო ბარათი დაერთვის ადგილზე მომსახურების თაობაზე წარმოებული საქმის მასალებს და მოწმდება ადგილზე მომსახურების გამწევი თანამშრომლისა და ადგილზე მომსახურების მიმღები პირის ხელმოწერით.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქმისწარმოების დეპარტამენტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა №
განცხადების წარმდგენი:
მომსახურების ადგილზე მიმღები პირი
წარმომადგენელი
განცხადების წარდგენის ფორმა
სატელეფონო ზარი
წერილობით
პირადად
–––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების მიმღები პირის გვარი, სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენლის გვარი, სახელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საცხოვრებელი ან დროებითი ადგილსამყოფლის ზუსტი მისამართი ––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირის ან წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი –––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების გაწევის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების გაწევის შედეგი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევსების თარიღი (.........../................................./200.... წ.)
............. საათი ............ წუთი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამინისტროს თანამშრომლის ხელმოწერა ადგილზე მომსახურების მიმღები პირის ხელმოწერა
––––––––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენლის ხელმოწერა
დანართი №2
ადგილზე მომსახურების გაწევის შესახებ განცხადებათა აღრიცხვის ჟურნალი
განცხადების რეგისტრაციის №
სახელი, გვარი
მომსახურების სახე
გადაგზავნილია ქვემდებარეობისამებრ
მომსახურების შედეგი
დანართი №3
სააღრიცხვო ბარათი
განცხადება №
ადგილზე მომსახურების გაწევის დაწყების თარიღი ( / / 200 წ.)
ადგილზე მომსახურების გაწევის დასრულების თარიღი ( / / 200 წ.)
ადგილზე მომსახურების გამწევი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების მიმღები პირის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაწეული მომსახურების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილზე მომსახურების გაწევის შედეგი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბარათის შევსების თარიღი ( / / 200 წ.)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის ხელმოწერა ადგილზე მომსახურების მიმღები პირის
ხელმოწერა