მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წილკანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35253592
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016063
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2025
191 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 29.05.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 26.06.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ საგურამოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 20.02.2026 მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 25.02.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალსოფელში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 27.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წილკანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №გ-35.35253592 2025 წლის 25 დეკემბერი  ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წილკანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის შესაბამისად, 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წილკანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – (ჩიხი) მიენიჭოს სახელი თანდართული დანართისა და რუკის (სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტო) შესაბამისად. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება, გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.  საკრებულოს თავმჯდომარე                                               გიორგი ელოშვილი