„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 10.10.2006
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.458
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 16/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family-f:GeoDumba;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №242
2006 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარმომადგენლობა – ქ. ბათუმში (შემდგომში – წარმომადგენლობა) არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა.
2. წარმომამდგენლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. წარმომადგენლობას აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, ანგარიში აჭარის ა.რ. რეგიონალურ ხაზინაში, სატიტულო ფურცელი საკუთარი დასახელებითა და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. №40.
მუხლი 2🔗. წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებების ჩატარებისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) რეგიონში სამინისტროს ხელმძღვანელობის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
დ) რეგიონში აკრედიტირებულ საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობა, მათთვის დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციის მიწოდება, საკონსულოების თანამშრომელთა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი;
ე) თავისი საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადება და სამინისტროში დადგენილი წესით წარდგენა.
მუხლი 3🔗. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა
1. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. წარმომადგენლობის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. წარმომადგენლობის უფროსი:
ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს წარმომადგენლობის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს განცხადებებს და კომენტარებს სამინისტროს სახელით;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს წარმომადგენლობაში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
ე) სამინისტროში წარადგენს წინადადებებს წარმომადგენლობის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, წარმომადგენლობის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს წარმომადგენლობაში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ზ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობაში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს;
თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს წარმომადგენლობის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ) წარადგენს წინადადებებს წარმომადგენლობის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ლ) პასუხისმგებელია წარმომადგენლობისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ;
ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. წარმომადგენლობის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.