„საქართველოს ფასიანი ქარალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ" წესში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.12.005.009.459
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №70
2006 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ“ წესში დამატებების შეტანის თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ“ წესში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი III, 11.12.2002წ. №119, მუხლი 1044) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ)საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილი – საერთაშორისო დეპოზიტარის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის უფლებებს რეზიდენტი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების განსაზღვრულ რაოდენობაზე.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გაცვლა, რომელიც სავაჭროდ საფონდო ბირჟაზეა დაშვებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის შესაბამისი წესები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაბამისი საერთაშორისო ან ქართული დეპოზიტური ხელწერილის სანაცვლოდ დეპოზიტარისათვის ნომინალურ ან ბენეფიციარულ მფლობელობაში გადაცემისას და ამგვარი ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელთათვის დაბრუნებისას.“.
3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თ. გოდერძიშვილი