📋

მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 31.12.2025
მოქმედების პერიოდი 31.12.2025 — 30.01.2026
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
31.12.2025
30.01.2026
მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2025 წლის 29 დეკემბერი დაბა მესტია მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, საქართველოს ორგანული  კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული  შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024  წლის 26 დეკემბრის    № 21 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული  შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ  ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი)  ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობის  მესაკუთრის/თანამესაკუთრის, სიძველისა და  სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ერთჯერადი სოციალური დახმარების/დაფინანსების გაცემის პირობებს, პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიას და დახმარების სახით გასაცემი/დასაფინანსებელი  თანხის ოდენობას. თავი I პროგრამის ზოგადი მიმოხილვა  მუხლი 1🔗. პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიები. ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს  შემდგომ კატეგორიებს: ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარება; სიძველისა ან/და  სტიქიის შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე პირების ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესში სამშენებლო მასალის დაფინანსება/თანადაფინანსება; მუხლი 2🔗. პროგრამების მიზანი. პროგრამის მიზანია: სიძველისა ან/და  სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.  მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხო გარემოს შექმნა. მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.  მუხლი 3🔗. რესურსების წყარო  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2026  წლის  ადგილობრივი ბიუჯეტი.  მუხლი 4🔗. პროგრამების ხანგრძლივობა 2026  წლის 1 იანვრიდან   2026  წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 5🔗. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი. პროგრამის ფარგლებში განიხილება ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული  შენობა-ნაგებობების სამშენებლო მასალის დაფინანსება/თანადაფინანსების და ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების  ერთჯერადი დახმარების/დაფინანსების  მოთხოვნის შესახებ შემოსული  განცხადებები.  თავი II პროგრამით  მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია, თანხის ოდენობა და დახმარების/დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია მუხლი 6🔗.   დახმარების/დაფინანსების თანხის ოდენობა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა- 500 ლარიდან 5000 ლარამდე.    I კატეგორია -შენობა-ნაგებობა მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს  5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; II კატეგორია - შენობა-ნაგებობა ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ  - 2000 (ორი ათასი) ლარის,  არაუმეტეს  2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; III კატეგორია - შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ  - 500 (ხუთასი) ლარის,  არაუმეტეს  2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სიძველისა და  სტიქიის შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით სამშენებლო მასალის დაფინანსება/თანადაფინანსება: ერთჯერადი დაფინანსება/თანადაფინანსება - 500 ლარიდან 2000 ლარამდე.    I კატეგორია- შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ დანგრეულია (ფუნქციურად/საცხოვრებლად გამოუსადეგარია) სტიქიური მოვლენების ან/და სიძველის შედეგად, რეაბილიტაციის პროცესში დაფინანსება/თანადაფინანსების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; II კატეგორია - შენობა-ნაგებობობა ნაწილობრივ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების ან/და სიძველის შედეგად, რეაბილიტაციის პროცესში დაფინანსება/თანადაფინანსების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს  1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; III კატეგორია - შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია (ფუნქციურად/საცხოვრებლად ვარგისია) სტიქიური მოვლენების ან/და სიძველის შედეგად, რეაბილიტაციის პროცესში დაფინანსება/თანადაფინანსების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს    1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. მუხლი 7🔗. პროგრამის ფარგლებში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა. 7.1.  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა უძრავი ქონების  მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტი (დედანი); დ) დაზიანებული შენობა-ნაგებობის ფოტოსურათ(ებ)ი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი.  7.2. სიძველისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული და ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრემ  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაზიანებული /ავარიული  შენობა-ნაგებობის ფოტოსურათ(ებ)ი; დ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი. ე) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნის/ტექნიკური დათვალიერების აქტის და შეფასების  საფუძველზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი). ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  უძრავი ქონების მესაკუთრის/თანამესაკუთრის პირად   საბანკო ანგარიშზე. თავი III დახმარების/დაფინანსების  გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 8🔗. პროგრამაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები. პროგრამაში მონაწილეობის  უფლება აქვს  მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სიძველისა და  სტიქიის (მათ შორის ხანძრის)  შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/თანამესაკუთრეს.  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის   საბჭო უფლებამოსილია ხანძრით მიღებული ზარალის შემთხვევაში განსაზღვროს, დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი დახმარების გაწევა არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის საბჭო სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესში  უფლებამოსილია, მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად და დამდგარი ზიანის მიხედვით განსაზღვროს სამშენებლო მასალის დაფინანსების/თანადაფინანსების ოდენობა არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა. პროგრამაში მონაწილეობისთვის, პროგრამის მონაწილე უძრავი ქონების მესაკუთრე (გარდა ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისა) ვალდებულია პროგრამით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს შენობა-ნაგებობების შემფასებელი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ტექნიკური დათვალიერების აქტის საფუძველზე შემდგარი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინვოისი). მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის საბჭოს წევრთა მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან და დამდგარი ზიანიდან გამომდინარე, დახმარების/დაფინანსების/თანადაფინანსების თაობაზე საბჭოსთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. საბჭოს გადაწყვეტილების საფუველზე უძრავი ქონების მესაკუთრესა (გარდა ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისა) და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამის სამსახურს შორის იდება ვალდებულების დამადასტურებელი ხელშეკრულება (დანართი N1). ბენეფიციარმა, პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით (დანართი N1) გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს და დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული თანხით შესრულებული ყველა შესყიდვა განხორციელდა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისგან, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენთიფიკაციო ნომერი. ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის  ზედამხედველობით, თანხის ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის  საბჭო, მერთან შეთანხმებით უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში  განსაზღვროს დამატებითი პირობები. მხარეები ვალდებული არიან შეასრულონ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.  პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და დაფიქსირებულ უძრავ ქონებაზე განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით/დაფინანსებით/თანადაფინანსებით. მუხლი 9🔗.  პროგრამის განხორციელების მექანიზმი. პროგრამის განხორციელების მექანიზმი: 9.1. წარდგენილი დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება განცხადების წარმდგენ პირ(ებ)ს. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის  საბჭოზე  განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებით და მერიის შესაბამისი სამსახურის კატეგორიის/დასკვნის/ტექნიკური დათვალიერების აქტის  საფუძველზე.  9.2. პროგრამის ფარგლებში განიხილება სიძველისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული/ავარიული შენობა-ნაგებობების სამშენებლო მასალის დაფინანსება/თანადაფინანსების და ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის შესახებ შემოსული  განცხადებები.   9.3. თუ შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია ერთ მესაკუთრეზე, მაგრამ უძრავი ქონების თანამფლობელი არის სხვა ოჯახიც (არარეგისტრირებული), ასეთ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე  პროგრამით გათვალისწინებული  დახმარება/დაფინანსება გაიცემა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრ(ეებ)ის მონაცემების მიხედვით. მუხლი 10🔗. სიძველისა და  სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  დახმარების/დაფინანსების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 10.1. სიძველისა და  სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული  და ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების/დაფინანსების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური დაცვის სამსახური. 10.2. მერიაში შემოსული განცხადებები, თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და დახმარების/დაფინანსების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება მერიის ზედამხედველობის სამსახურს და სოციალური დაცვის სამსახურს, სრულყოფილი დოკუმენტაცია განსახილველად   ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო). მუხლი 11🔗. საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობა. 11.1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით–ბრძანებით. 11.2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები. 11. 3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი. 11.4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს. მუხლი 12🔗. საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა 12.1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ. 12.2. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვის   მონიტორინგს. 12.3. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 13🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება  საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე. მუხლი 14🔗. საბჭოს ოქმები და გადაწყვეტილებები 14.1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 14.2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 14.3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 14.4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური  დაცვის სამსახური. 14.5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური. 14.6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს).  14.7. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის  ბრძანებით, საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების) და შესაბამისი სამსახურის უფროსის/განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 14.8. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.