„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№598
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.025492
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №598 

2025 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010)  შეტანილ იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით  დამტკიცებული

№1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) №12 დანართით („სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის  საერთო მოთხოვნების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის, ისე ტრანსპორტირებისათვის

ა) 2027 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელთა მიერ ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების/ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 400 000 კმ-ს;

ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში:

ბ.ა) 2025 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 3 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში;

გ) 2024 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს:

გ.ა) 2027 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, ხოლო რეზერვში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 12 წელს;

დ) 2025 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ლიცენზიის მფლობელის ავტოპარკის არაუმეტეს 60%-ს (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №598. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.025492.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №598, 26.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.025492 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6728919/