“ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითI მკურნალობის პილოტური პროგრამის განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№270/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.070.000.22.035.009.471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 24/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.070.000.22.035.009.471

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის     მინისტრის     

      ბრძანება №270/ნ

2006 წლის 16 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის                          24 ნოემბრის №302/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაც­ვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანების (სსმ III, 2005წ., №142,  მუხ.1576) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ოპიოიდურ ნარკომა­ნიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებე­ლი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება საექიმო-საკონსულტაციო კომისია (შემდგომ­ში – სამედიცინო კომისია) სამი ექიმი-ნარკოლოგის შემადგენ­ლობით. კომისია მისი კომპეტენციის ფარგლებ­ში წარმართავს პაციენტთა მკურნალობის პროცესს“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტუ­რო­ბის გაზრდისათვის, მათ მიმდინარეობაში წარმო­შობილი საკითხების გადაწყვეტის ოპერატიულობის და განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭო”.

3. მე-5 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) სხვა განსაკუთრებული კლინიკურ-სოციალური მაჩვენებლების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ჩანაც­ვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭოს გადა­წყვეტილებით“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩარ­თული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში ამ უკანასკნელი დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არა უგვიანეს 24 საა­თისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ ჩანაცვლებითი პროგრამის ხელმძღვანელობას და შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულებას უნდა გადაეცეს ჩამანაცვლებელი პრეპარატის ის რაოდე­ნობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარ­ში მკურნალობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ულუფისა. მკურნალი ექიმი-ნარკო­ლოგის მიერ ავადმყო­ფის სტაციონარულ ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთი­თება: წამლის ფორმა, პრეპარატის დოზირება, გა­და­­ცე­მული პრეპარატის რაოდენობა და სხვა სპე­ციფიკური საკითხები. პრეპარატის მიღების კონტრო­ლი ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ, რის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ისტორიაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ადასტურებს განყოფი­ლების გამგეც.

6. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადას­ტუ­რებული შეუძლებლობის შემთხვევაში, პაციენტის­თვის კუთვნილი ულუფის (მაქსიმუმ 2 დღის) მიწოდება ხორციელდება ექთნის მიერ. შესაძლებელია აგრეთვე ულუფის (არა უმეტეს 2 დღისა) გატანება პაციენტის ოჯახის წევრისთვის, მისი პირადი განცხადებისა და სამედი­ცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმე­ტეს 7 დღისა.

7. პაციენტის ქალაქიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილე­ბის მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში სამედიცინო კომისიას აქვს უფლება ხელზე გაატანოს მხოლოდ 3 დღის ულუფა.“

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის კურსის დასრულება

ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება დეტოქსიკაციის კურსის ჩატარებით”.

7. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემ­თხვე­ვაში პაციენტს ბარდება წერილობითი გაფრთხი­ლება მოსალოდნელი სანქციების შესახებ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო კომისია განიხი­ლავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს”.

8. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ლ. ჭიპაშვილი