საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1156
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.017640 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№1156
2025 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციური დამოუკიდებლობა
1. დეპარტამენტი სამინისტროს სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია და თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის დეპარტამენტის საქმიანობის დამოუკიდებელ და ეფექტურ საქმიანობას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, ჩაითვლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად. ასეთი ქმედების არსებობისას აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის უფროსი აცნობებს მინისტრს იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის მიზანი და ამოცანა
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელებას საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
2. დეპარტამენტის ამოცანაა საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირების – ნოტარიუსებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – ანგარიშვალდებული პირები) მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1. სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;
ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას);
გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს;
დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;
ე) ახორციელებს სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ანგარიშვალდებული პირები ვალდებული არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს დებულება და ეს დებულება, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები;
ბ) უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
გ) შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს;
დ) დროულად აცნობოს მინისტრს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ; დაუყოვნებლივ აცნობოს მინისტრს გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას; ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას და უნაწილებს მათ მოვალეობებს;
ვ) ხელს უწყობს დეპარტამენტის საჯარო მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გასცემს სახელმძღვანელო მითითებებს და მეთოდურ რეკომენდაციებს;
კ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებას;
ლ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;
მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ნ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
მუხლი 7🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე არ მონაწილეობს შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა ანგარიშვალდებულ პირად;
ბ) შესამოწმებელ პერიოდში მისი პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე მუშაობდა ანგარიშვალდებულ პირად;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც შეაფასებს დეპარტამენტის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე, წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან
1. დეპარტამენტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად. დეპარტამენტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს კომპეტენტურ ორგანოებთან სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით.
2. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.