განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“;

ბ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები;

გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები;

დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა - შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“;

ე)  შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე - შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“;

ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა - ა(ა)აიპ „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“;

ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - ფოთისა და ხობის ეპარქია;

თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად - ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“;

ი) შინმოვლის სერვისი - ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“;

კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა - ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“;

ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება - ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკი“; ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“; შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია“.

მ) ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა - ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“;

ნ) საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის - ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“;

ო) უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა დახმარების პროგრამა - ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“;

პ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა  - შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“;

ჟ) სოციალური საწარმოს „ჩვენი გული მოქარგული“ თანადაფინანსება - ა(ა)იპ - აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“;

რ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა - ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმები-სათვის“