1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 562,6 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 315,6 ათასი ლარი;
ბ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 15,0 ათასი ლარი;
გ) „ბავშვთა უფლებების კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 125,0 ათასი ლარი;
დ) 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 107,0 ათასი ლარი;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება