„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაპრტხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლოს საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.009.487
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1290
2006 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №128, მუხ. 1705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №№ 1,2,3,4,5,6,7).“.
ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ბუნკირების გემი – ბარჟა (მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს ბუქსირით, კარჭაპი), ლიხტერი, ტანკერი, რომლის მეშვეობით ხორციელდება მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი პროდუქტის განთავსება და მიწოდება.
გ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) სათავსი:
ლ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებული, მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი საწვავის შესანახი ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ლ.ა.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებულია და აღჭურვილია მასში განთავსებული, მიღებული და გაცემული პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობით (მრიცხველი, რომლითაც იზომება სათავსში შესული ან სათავსიდან ამოღებული პროდუქტი, აგრეთვე დაკალიბრებულ რეზერვუარში არსებული პროდუქტის მზომი ხელსაწყო);
ლ.ა.ბ) მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი;
ლ.ა.გ) შესაძლებელია მიღებული და გაცემული პროდუქტის აღრიცხვისთვის განკუთვნილი მრიცხველის დალუქვა საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს მიერ საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის თანდასწრებით. მრიცხველის სიზუსტის დამოწმება ხორციელდება ყოველწლიურად;
ლ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებული, მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების განთავსებისათვის ვარგისი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი ან სპეციალურად გამოყოფილი სტაციონალური რეზერვუარი. ამ ინსტრუქციის მიზნისათვის შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი) საპოხი მასალების განთავსებისთვის ითვლება ვარგისად, როცა შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი) წარმოადგენს საპოხი მასალების განთავსებისთვის გამოყოფილ იზოლირებულ ფართს. სტაციონალური რეზერვუარის მიმართ ვრცელდება ,,ლ.ა.ა“ – ,,ლ.ა.გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები;
ლ.გ) ბუნკირების გემი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ლ.გ.ა) გააჩნია დადგენილი წესით დაკალიბრებული ავზი;
ლ.გ.ბ) აღჭურვილია მასში განთავსებული, მიღებული და გაცემული პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობით (მრიცხველი, რომლითაც იზომება სათავსში შესული ან სათავსიდან ამოღებული პროდუქტი, აგრეთვე დაკალიბრებულ რეზერვუარში არსებული პროდუქტის მზომი ხელსაწყო);
ლ.გ.გ) შესაძლებელია პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრისთვის მრიცხველის დალუქვა საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს მიერ საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის თანდასწრებით. მრიცხველის სიზუსტის დამოწმება ხორციელდება ყოველწლიურად;
ლ.გ.დ) მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი“.
დ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი.
ე) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პროდუქტის განთავსების შემდეგ განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა ,,აყვანილია კონტროლზე“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.“
ვ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სათავსიდან ბუნკირების გემზე ან გემზე, აგრეთვე ბუნკირების გემიდან გემზე საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებასთან, ამ მიზნით ნავსადგურის აკვატორიაში ან გარე ან შიდა რეიდზე ღუზაზე დგომის, ბუნკირების გემიდან გემზე ბუნკირების განხორციელების ადგილთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები აგენტისა და ინჟინრის მიერ თანხმდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან საქართვე-ლოს საზღვაო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“
ზ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. პროდუქტის ბორტზე მიწოდების დამადასტურებელი ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისას საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლს ქვეშ განთავსების განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლს ქვეშ განთავსების განაცხადში მითითებული საწვავისა ან საპოხი მასალების მთლიანი რაოდენობიდან ნაწილის მიწოდებისას აღნიშნული შესახებ მიეთითება განაცხადის მე-9 გრაფაში.“.
თ) ინსტრუქციის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ბუნკირების გემზე, რომელიც წარმოადგენს სათავსს.“.
ი) ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩა-მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ,,რეზერვუარში განთავსებულ საპოხ მასალებსა და საწვავთან მიმართებით საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებისათვის სათავსის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად საბაჟო ორგანოში წარადგინოს ლაბორატორიის დასკვნა, აზომვის აქტი, რომლითაც დასტურდება საქონლის დასახელების, რაოდენობის და ძირითადი თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების უცვლელობა პროდუქტის განთავსებისას არსებულ მონაცემებთან მიმართებით. ამ მიზნით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის მონაწილეობის გარდა) ხორციელდება სათავსის გახსნა, სათავსის აზომვა, საწვავისა და საპოხი მასალების სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა. ზემოაღნიშნული მიზნებისთვის სათავსის გახსნის შესახებ სათავსის მფლობელის მოთხოვნის რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს საბაჟო ორგანო ვალდებულია გამოყოს შესაბამისი პირი.“.
კ) ინსტრუქციის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
საბაჟო გაფორმების ადგილიდან სათავსში, სათავსიდან სხვა სათავსში სათავსიდან ბუნკირების გემზე ტრანსპორტირება, შენახვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნავთობპრო-დუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით. სათავსის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი.“.
ლ) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:
„მუხლი 16.
სათავსის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვა ისეთი სახით (მ.შ. ელექტრონული), რომლითაც საბაჟო ორგანოს ექნება საშუალება, მოთხოვნისთანავე, დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში მოქცევის დამადასტურებელი თითოეული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მიხედვით პროდუქტის განთავსების ადგილის, განთავსებული რაოდენობიდან არსებული ნაშთის და ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული რაოდენობის, წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადის შესახებ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებისთვის სათავსის მფლობელის მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობას ზომა.“
მ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
ნ) ამოღებულ იქნეს დანართი №8.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადი №
| 1. სათავსის მფლობელი ხელშეკრულების № თარიღი მოქმედების ვადა | |
| 2. სათავსის მესაკუთრე სათავსის ადგილმდებარეობა | |
| 3. ლაბორატორიის დასახელება აკრედიტაციის მოწმობის № ვადა ლაბორატორიული დასკვნის თარიღი | |
| 4. საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი საწვავის რაოდენობა | 5. საბანკო გარანტია |
| 6. სსსდ № საქონლის რაოდენობა სსსდ მიხედვით | 7. სსდ № საქონლის რაოდენობა სსდ მიხედვით |
| 8. საბაჟო ლუქის № დალუქვის თარიღი | 9. სსაფ სერია და ნომერი |
| 10. დამატებითი მონაცემები
| |
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განმცხადებლის: სათავსის მფლობელი ან აგენტი – სახელი, გვარი ან სრული საფირმო სახელწოდება)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| პასუხისმგებელი პირი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
| სახელი, გვარი | (ხელმოწერა) | (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
| 11. აყვანილია საბაჟო კონტროლზე პასუხისმგებელი პირი
| 12. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პასუხისმგებელი პირი
|
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი 1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. არასწორი მონაცემი. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.3. განაცხადი ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – გაფორმების საბაჟო ორგანოს; ბ) მეორე განკუთვნილია განმცხადებლისთვის. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1-ელ და მე-2 გრაფაში – სათავსის მფლობელი (სათავსის მესაკუთრე) რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი,) სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი; 1-ელ გრაფაში – სათავსის მფლობელსა და სათავსის მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების №, თარიღი და მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, როცა სათავსის მფლობელი და სათავსის მესაკუთრეს ერთი და იმავე პირია 1-ელ გრაფაში მიეთითება „იხ. გრაფა2“. მე-2 გრაფაში – აისახება სათავსის ადგილსამყოფლის მისამართი; მე-3 გრაფაში – ივსება მხოლოდ საწვავის სათავსის განთავსების შემთხვევაში ლაბორატორიის სრული დასახელება, აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი, აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა; მე-4 გრაფაში საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სეს სნ კოდი. 140 სათავსში განთავსებული საწვავისა და საპოხი მასალების რაოდენობა, საწვავთან მიმართებით რაოდენობის ამსახველი მონაცემი ივსება სათავსის მიღების რაოდენობის განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობით; მე-5 გრაფაში – მიეთითება საბანკო გარანტიის გამცემის დასახელება, გარანტიის ნომერი და მოქმედების ვადა; მე-6 გრაფაში – სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის № და დეკლარაციაში დაფიქსირებული საწვავისა და საპოხი მასალების რაოდენობა სსსდ-ს მე-17 გრაფის მიხედვით; მე-7 გრაფაში – სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის № A და საწვავისა და საპოხი მასალების დასახელების მიხედვით საწვავისა და საპოხი მასალების რაოდენობა 35-ე და 38-ე გრაფის მიხედვით (ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადი ხაზით). 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ივსება: მე-8 გრაფაში – მრიცხველზე დადებული საბაჟო ლუქის № და დალუქვის თარიღი; მე-9 გრაფაში – სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის სერია და ნომერი, მე-10 გრაფაში დამატებითი მონაცემები რომელიც მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით; მე-11 გრაფაში – დაესმება დამღა ,,აყვანილია საბაჟო კონტროლზე“ და პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-12 გრაფაში პროდუქტის ბორტზე მიწოდების დამადასტურებელი ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისას დამღა ,,მოხსნილია კონტრო-ლიდან“, მიეთითება თარიღი პირადნომრიანი ბეჭედი. ამასთან, დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით სრულ-ყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა. შენიშვნა: განაცხადის ნომერი შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს საბაჟო ორგანოების კლასიფიკატორის მიხედვით საბაჟოს კოდს, მეორე – აქტის რიგით ნომერს, მესამე – აქტის შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით აქტის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. | |